ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, სერიოზული დაზიანებები მიიღო 78 წლის მამაკაცმა ჯერომ ბარსონმა, რომელიც ორი კვირის შემდეგ, საავადმყოფოში გარდაიცვალა. საჭესთან მჯდომი მისი მეუღლე მცირე დაზიანებებით გადარჩა.
პოლიციის ოფისში ავარიაში დამნაშავედ უილიამსია მოხსენიებული, - იტყობინება Live Tennis.
მოგვიანებით, მომხდართან დაკავშირებით ვინუს უილიამსის ადვოკატმა
"უილიამსი გზაჯვარედინზე მწვანე შუქზე გავიდა. პოლიციის მიერ მომზადებული ანგარიშის თანახმად, ვინუსი საათში 5 მილის სიჩქარით მოძრაობდა, როცა ქალბატონი ბარსონი მას თავისი ავტომობილით შეეჯახა. ხელისუფლება არ ადანაშაულებს უილიამსს. ეს უბედური შემთხვევა იყო და ვინუსი სამძიმარს უცხადებს დაღუპულის ოჯახს", - განაცხადა კანინგემმა The New York Times-თან კომენტარში.
ამჟამად, ვინუს უილიამსი მე-11 ადგილზეა WTA-ის კლასიფიკაციაში. ამ ინციდენტის მიუხედავად, ამერიკელი უიმბლდონზე თამაშს აპირებს. მისი პირველი მეტოქე ბელგიელი მერტენსი იქნება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"