სერენა უილიამსმა სეზონი დაასრულა

AutoSharing Option
მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, ამერიკელმა სერენა უილიამსმა ვადაზე ადრე დაასრულა 2015 წლის სეზონი. ის მონაწილეობას არ მიიღებს წლის შემაჯამებელ ტურნირში, რომელსაც ოქტომბრის ბოლოს სინგაპური უმასპინძლებს.

ამერიკელმა ეს გადაწყვეტილება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო მიიღო. მისი თქმით, წლის განმავლობაში ხშირად ტრავმებით თამაშობდა და კორტზე ტკივილგამაყუჩებლებს იყენებდა.

"მიმდინარე სეზონში მქონდა როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი ემოციები. მინდა ყველა გულშემატკივარს მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის", - მოჰყავს უმცროსი უილიამსის სიტყვები WTA-ის ოფიციალურ ვებგვერდს.

2015 წელს, უილიამსმა "დიდი სლემის" ოთხი ტურნირი
დან სამი მოიგო - ავსტრალიის ღია პირველობა, როლან გაროსი და უიმბლდონი. თავისი ბოლო მატჩი სეზონში მან აშშ-ის ღია პირველობის ნახევარფინალში გამართა, როცა 6:2, 4:6, 4:6 დამარცხდა იტალიელ რობერტა ვინჩისთან.

მთელი სეზონის განმავლობაში, სერენამ მხოლოდ სამი მატჩი წააგო.

* * *
ამასობაში, მსოფლიოს მესამე ჩოგანმა, რუსმა მარია შარაპოვამ უარი თქვა პეკინში უმაღლესი კატეგორიის ტურნირში მონაწილეობაზე, რომელიც 3 ოქტომბერს აიღებს სტარტს. 2015 წლის სეზონის დარჩენილი ნაწილისთვის რუსი ჩოგბურთელის პრიორიტეტია - ხელის ტრავმისგან აღდგენა ფედერაციის თასის ფინალისთვის და წლის შემაჯამებელი ტურნირისთვის.

შეგახსენებთ, რომ შარაპოვამ ხელის ტრავმა უჰანის ტურნირის მეორე წრეში მიიღო და ბრძოლა აღარ გააგრძელა.

პეკინში ჩინეთის ღია პირველობა 3-11 ოქტომბერს გაიმართება. შარაპოვა ამ ტურნირის მოქმედი ჩემპიონია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული