პეკინში ფავორიტები აგებენ

AutoSharing Option
ორი დღეა, რაც პეკინში "პრემიერ" კატეგორიის ტურნირი დაიწყო. უჰანის ნახევარფინალისტები იქ მეორე წრიდან ჩაებმებიან ბრძოლაში, მანამდე კი ტურნირს ჩამოშორდნენ პირველ ორ ნომრად განთესილი ჩოგბურთელები.

მსოფლიოს მეორე ჩოგანი, რუმინელი სიმონა ჰალეპი ესპანელ ლარა არუაბარენას ხვდებოდა. თამაშის დაწყებიდან 49 წუთის გასვლის შემდეგ, არუაბარენა 5:4-ს იგებდა და სწორედ ამ დროს, ჰალეპმა უარი თქვა მატჩის გაგრძელებაზე.

მოგვიანებით, რუმინელმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აქილევსის მყესის ტრავმით გავიდა კორტზე: "სამწუხაროდ, აქილევსის მყესი მქონდა დაზიანებული და მატჩის მსვლელობისას მდგომარეობა სულ უფრო უარესი ხდებოდა. იმედი მქონდა, რომ ტურნირის სტარტისთვის
მწყობრში ჩავდგებოდი, მაგრამ ასე არ მოხდა. არ მინდოდა ტრავმა გამემიზეზებინა. ეს სახიფათო დაზიანებაა, ამიტომაც, უბრალოდ ვეცდები, რაც შეიძლება სწრაფად გამოვჯანმრთელდე და მზად ვიყო კორტზე გასასვლელად. ტკივილი ჯერ კიდევ გუანგჯოუში ვიგრძენი, შემდეგ უჰანში მქონდა პრობლემები, პეკინში კი ძალიან ცუდად ვიგრძენი თავი".

მეორე წრეში, არუაბარენა ამერიკელ ბეტანი მატეკს შეხვდება. რაც შეეხება მეორე ნომრად განთესილ პეტრა კვიტოვას, მან საწყისი მატჩი იტალიელ სარა ერანისთან წააგო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული