მეოთხედფინალშია ეკატერინე გორგოძეც - გუშინ მან გუზელ იუსუპოვას (უზბეკეთი) სძლია - 6:0, 6:2 და დღეს არინა ფოლცთან (უზბეკეთი) გაარკვევს ურთიერთობას.
პირველ ნომრად განთესილმა გორგოძე-ქვაცაბაიას ტანდემმა ვიქტორია კლიმუშკინა (რუსეთი) და ალექსანდრა სტახანოვა (უზბეკეთი) დაჯაბნა - 6:2, 6:1. ნახევარფინალში ჩვენები არინა
* * *
ვაჟთა ტურნირში (საპრიზო ფონდი 15.000 დოლარი) ალექსანდრე მეტრეველმა ჰოლანდიელ როი დე ვალკს (ჰოლანდია) დააყრევინა ფარ-ხმალი - 6:0, 6:3 და მეოთხედფინალში მასპინძელი ტიმურ ხაბიბულინი ეყოლება მეტოქედ. წყვილებში ალექსანდრე მეტრეველმა და გიორგი ცივაძემ ჰოლანდიელები - როი დე ვალკი და პოლ მონტებანი ჩამოიშორეს გზიდან. ნახევარფინალში პირველ ნომრებს - ივან გახოვსა (რუსეთი) და იარასლაუ შილას (ბელორუსი) დაუპირისპირდებიან.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"