ჩეხ ტომაშ ბერდიხსა და ესპანელ რაფაელ ნადალს ეყოთ შესაბამისად, მეოთხედფინალში და ნახევარფინალში გასვლა იმისთვის, რომ სეზონის დასკვნით ჩემპიონატის თამაში გაენაღდებინათ.
ამ დუეტამდე ლონდონში თამაშის უფლება მოიპოვეს სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა, შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა, ბრიტანელმა ენდი მარეიმ და შვეიცარიელმა სტენ ვავრინკამ.
წლის შემაჯამებელი ტურნირი ბრიტანეთის დედაქალაქში 15-22 ნოემბერს გაიმართება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"