ნიკოლოზ ბასილაშვილი და ალექსანდრე მეტრეველი ATP-ის რეიტინგში დაწინაურდნენ

AutoSharing Option
ბოლო დროს ქართველი ჩოგბურთელები სულ უფრო წარმატებით თამაშობენ საერთაშორისო სარბიელზე.

ეს წინა კვირის შედეგებმაც დაადასტურა. მათი გათვალისწინებით, პროფესიონალ ჩოგბურთელ ქალ-ვაჟთა საერთაშორისო ასოციაციების განახლებულ რეიტინგებში ჩვენი ვაჟები - ნიკოლოზ ბასილაშვილი და ალექსანდრე მეტრეველი საგრძნობლად დაწინაურდნენ და დღეს კარიერაში საუკეთესო მაჩვენებლები აქვთ.

ნიკოლოზმა 7, ალექსანდრემ კი 41 საფეხურით წაიწია წინ. ბასილაშვილი რაც უფრო დაწინაურდება, მით მეტი შანსი მიეცემა რიო-2016-ის ლიცენზიის მოსაპოვებლად.

ერთეულებში ჩვენი ვაჟების საკლასიფიკაციო მდგომარეობა ასეთია: 86 (93). ნიკოლოზ ბასილაშვილი (616 ქულა), 328 (369). ალექსანდრე მეტრეველი (144), 902 (901). გიორგი ცივაძე
(18). 1129 (1130). გიორგი ჯავახიშვილი (8), 1421 (1418). ალექსანდრე ბაკში (3), 2077 (2071). ირაკლი მეტრეველი (1).

ქალები
ერთეულები. 256 (253). სოფიო შაფათავა (177), 376 (396). სოფიო ქვაცაბაია (93), 397 (412). ეკატერინე გორგოძე (83), 569 (571). მარიამ ბოლქვაძე (42), 679 (678). ოქსანა კალაშნიკოვა (27), 745 (744). თინათინ ყავლაშვილი (20), 1091 (1095). თამარ ჭალაგანიძე (7), 1189 (1188). ანა შანიძე (4).
წყვილები. 83 (87). კალაშნიკოვა (911), 135 (142). შაფათავა (486), 152 (153). გორგოძე (411), 338 (348). ქვაცაბაია (144), 725 (726). ბოლქვაძე (35), 779 (783). თინათინ ყავლაშვილი (30), 1108 (1107). ანა ახალკაცი (11), 1108 (1107). ანა სანიძე (11), 1176 (1175). თამარ ჭალაგანიძე (9).

ოქსანა კალაშნიკოვა ლუქსემბურგის საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 250.000 დოლარი) ასპარეზობს წყვილებში. გუშინ იგი იაპონელ მისაკი დოისთან (რეიტინგით 207-ე) ერთად ქსენია კნოლსა (შვეიცარია, 124-ე) და ელისე მერტენსს (ბელგია, 132-ე) დაუპირისპირდა.

ქართულ-იაპონურმა ტანდემმა პირველი ხელი 6:3 მოიგო. მეორეში კნოლი და მერტენსი 5:2 დაწინაურდნენ, მაგრამ ოქსანამ და მისმა მეწყვილემ შეძლეს მობილიზება და ზედიზედ 5 გეიმში მიაღწიეს წარმატებას, გაიმარჯვეს 7:5 და მეოთხედფინალში გავიდნენ, სადაც პირველ ნომრად განთესილ ანაბელ მედინა გარეგას (ესპანეთი, 33-ე)-არანჩა პარა სანტონიასა (ესპანეთი, 39-ე) და იანა ჩეპელოვა (სლოვაკეთი, 182-ე)-შტეფანი ფოეგელს (შვეიცარია, 365-ე) შორის გამარჯვებულთან
გაარკვევენ ურთიერთობას.

სოფიო შაფათავა ამჟამად საფრანგეთში იმყოფება და ჟი-ლე-ტუს საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 50.000 დოლარი) მონაწილეობს. ერთეულებში სტარტზე მასპინძელ მარგო დეკეს აჯობა 6:4, 7:6 და მეორე წრეში იტალიელ ჯულია გატო-მონტიკონეს შეხვდება. ამ უკანასკნელმა ანა ვრლიჩი (ხორვატია) ჩამოიშორა გზიდან - 5:7, 7:6, 6:3.

წყვილებში ქართველი ჩოგბურთელი ანასტასია ვასილიევასთან (უკრაინა) არის შეამხანაგებული. პირველ წრეში მათ სლოვაკები - მიხაელა ჰონკოვა და რებეკა სრამკოვა დაამარცხეს - 6:2, 6:2. ქართულ-უკრაინული დუეტი მეოთხედფინალში ტატიანა ბუას (არგენტინა) და ხეორხინა გარსიას (ესპანეთი) დაუპირისპირდებიან, რომლებმაც სტარტზე ფენი კარამაროს (საფრანგეთი) და კატერინე ჩანტრაინეს (ბელგია) სძლიეს - 6:0, 7:6.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული