დასტურად ისიც გამოდგება, რომ გაზაფხულიდან დღემდე ექვს შეჯიბრებაში გაიმარჯვა. ამჟამად საფრანგეთში იმყოფება და 50.000-იან ტურნირში მონაწილეობს.
წყვილებში უკრაინელ ანასტასია ვასილიევასთან ერთად მეორე ნომრადაა განთესილი და უკვე ორი ბარიერი გადალახა და ნახევარფინალში გავიდა.
21 ოქტომბერს ქართულ-უკრაინულმა დუეტმა ტატიანა ბუა (არგენტინა) და ხეორხინა გარსია პერესი (ესპანეთი) ჩამოიშორა გზიდან - 7:5, 6:3. მომდევნო მეტოქე იქნება რეიტინგით მესამე ნომერი ვიქტორია გოლუბიჩისა (შვეიცარია) და ალისე მატეუცის (იტალია) ტანდემი, რომელმაც მეოთხედფინალში იოანა როსკას (რუმინეთი) და
ერთეულებში სოფიო შაფათავა მერვედფინალშია და დღეს ჯულია გატო-მონტიკონესთან გაარკვევს ურთიერთობას.
დღესვე ლუქსემბურგში (საპრიზო ფონდი 250.000 დოლარი) წყვილთა პაექრობაში ითამაშებს თბილისელი ოქსანა კალაშნიკოვა (რეიტინგით 83-ე), რომელიც იაპონელ მისაკი დოისთან არის შეამხანაგებული. მეოთხედფინალში ისინი ასპარეზობის რეიტინგფავორიტ ესპანელებს - ანაბელ მედინა გარიგესსა (33-ე) და არანჩა პარა სანტონიას (39-ე) დაუპირისპირდებიან.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"