ამერიკელმა დაადასტურა შერეულ წყვილებს შორის არაოფიციალურ ტურნირზე - ჰოპმანის თასზე გამოსვლა, რომელიც 3-9 იანვარს, ავსტრალიის ქალაქ პერტში გაიმართება. სერენას პარტნიორი იქნება მისი თანამემამულე ჯეკ სოკი.
"ჰოპმანის თასი - შესანიშნავი შესაძლებლობაა, კარგად მოვემზადო ავსტრალიის ღია პირველობისთვის. აქ გამოსვლა სიამოვნებაა, რადგან ყველაფერი ძალიან კარგად არის ორგანიზებული.
ასე რომ, ყოველგვარი ეჭვის გარეშე ვბრუნდები პერტში. 2016 წელს, ავსტრალიის ღია პირველობაზე წყვილებშიც ვაპირებ გამოსვლას, ასე რომ, ჰოპმანის თასზე მიღებული გამოცდილება ძალიან გამომადგება", -
ასევე გახდა ცნობილი, რომ ბრიტანეთის ნაკრებს წარმოადგენენ ენდი მარეი და ჰიზერ უოტსონი, ავსტრალიის ერთ-ერთ გუნდში იქნებიან ლეიტონ ჰიუიტი და კეისი დელაკუა, ხოლო მეორეში ვიხილავთ ნიკ კირგიოსს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"