სერენა უილიამსი ფეხმძიმედაა!

AutoSharing Option
სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს ინტერნეტ-რესურსი The Tennis Times: მსოფლიოს პირველი ჩოგანი, ამერიკელი სერენა უილიამსი ოთხი თვის ფეხმძიმეა. მომავალი ბავშვის მამაა კანადელი რეპერი ობრი დრეიკ გრემი (დრეიკი). The Tennis Times ამ ინფორმაციის გავრცელებისას სერენას ახლო მეგობარს ეყრდნობა.

გარდა ამისა, უილიამსის ფეხმძიმობას ადასტურებს დრეიკთან დაახლოებული წყარო. აღნიშნავენ, რომ დღეს ჩოგბურთელი ერიდება პუბლიკაზე გამოჩენას.

შეგახსენებთ, რომ სერენა უილიამსი ამერიკის ღია პირველობის ნახევარფინალში დამარცხების შემდეგ არ გასულა კორტზე. მან დაღლილობა და ტრავმები მოიმიზეზა და ვადაზე ადრე დაასრულა 2015 წლის სეზონი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 2 /
გვარის მიცემას თუ აპირებს მაგ ვაჟბატონი, არ დაჩაგროს გოგო
zviadi
11:26 28-10-2015
0
დედააააააააააჰ შვილოოოო
mezgapre
11:02 28-10-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული