სერბმა ჩოგბურთელმა ხმების 24 პროცენტი მიიღო. მეორეზე გავიდა რუსი მარია შარაპოვა, რომელიც ივანოვიჩს სამი პროცენტით ჩამორჩა. კანადელი ეჟენი ბუშარი 19 პროცენტით მესამე იყო.
რეიტინგში ასევე მოხვდნენ: კაროლინ ვოზნიაცკი (11 პროცენტი), ანჟელიკ კერბერი (10), გარბინ მუგურუსა (5), აგნიეშკა რადვანსკა (4), სერენა უილიამსი (3), პეტრა კვიტოვა (2) და სიმონა ჰალეპი (1).
სულ გამოიკითხა 4589 მამაკაცი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"