ენდი მარეის და როჯერ ფედერერის როქი

AutoSharing Option
მამაკაცებმა გასულ კვირას პარიზის "მასტერსი" ითამაშეს.ამ ტურნირს წლის შემაჯამებელი ჩემპიონატის შემადგენლობაზე არ უმოქმედია - ლონდონის რვა მონაწილე წინასწარ იყო ცნობილი. თუმცა ATP-ის რეიტინგის პირველ ათეულში გარკვეული ცვლილებები მოხდა.

ენდი მარეიმ და როჯერ ფედერერმა ისევ გაუცვალეს ერთმანეთს ადგილები და ახლა, ბრიტანელი კვლავ მეორე ნომერია. თან სხვაობა მასსა და შვეიცარიელს შორის, ერთბაშად 1130 ქულა გახდა. საქმე ისაა, რომ როჯერმა პარიზში ძალიან ადრეულ ეტაპზე წააგო. გარდა ამისა, ჩამოაკლდა ქულები წლის შემაჯამებელი ტურნირის შარშანდელი ფინალისთვის. მარეიმ კი პარიზში ფინალამდე მიაღწია, ხოლო, შარშან, ლონდონში სულ
რაღაც 200 ქულა დააგროვა.

პირველ ხუთეულში დაბრუნდა რაფაელ ნადალი. მან ტომაშ ბერდიხი შეავიწროვა, ამასთან, სულ რაღაც 10 ქულით გაუსწრო ჩეხს. როგორც ჩანს, ისინი ლონდონში გაარკვევენ - ვინ დარჩება სეზონის ბოლოს TOP5-ში. სტენ ვავრინკამდე ვერც ერთი ვერ მიაღწევს, ხოლო უპირატესობა დავიდ ფერერზე და კეი ნიშიკორიზე საკმარისად სოლიდურია.

სხვათა შორის, ესპანელმაც და იაპონელმაც გაცვალეს ადგილები.

ATP. TOP10
1(1). ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ) 15 285
2(3). ენდი მარეი (ბრიტ) 8 470
3(2). როჯერ ფედერერი (შვეიც) 7 340
4(4). სტენ ვავრინკა (შვეიც) 6 500
5(6). რაფაელ ნადალი (ესპ) 4 630
6(5). ტომაშ ბერდიხი (ჩეხ) 4 620
7(8). დავიდ ფერერი (ესპ) 4 305
8(7). კეი ნიშიკორი (იაპ) 4 035
9(9). რიშარ გასკე (საფ) 2 850
10(10). ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფ) 2 635

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული