შვეიცარიული სუპერწყვილები რიოს ოლიმპიადაზე

AutoSharing Option
მსოფლიოს ორი ყოფილი პირველი ნომერი - როჯერ ფედერერი და მარტინა ჰინგისი 2016 წელს, რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზე ყველა თანრიგში აპირებენ გამოსვლას:

ერთეულებში, წყვილებსა და მიქსტში, - იტყობინება ვებგვერდი Le Matin. მიქსტში კიდევ ერთი შვეიცარიული დუეტი იქნება - სტენ ვავრინკა და ბელინდა ბენჩიჩი. თავის მხრივ, ფედერერი და ვავრინკა მამაკაცთა წყვილებში ითამაშებენ, ჰინგისი და ბენჩიჩი - ქალთა წყვილებში.

შეგახსენებთ, რომ ფედერერმა და ვავრინკამ ოქროს მედალი მოიგეს 2008 წლის ოლიმპიადაზე მამაკაცთა წყვილთა თანრიგში. ოთხი წლის შემდეგ, როჯერმა ლონდონის თამაშებზე ვერცხლის მედალი აიღო ერთეულთა თანრიგში.

მარტინა
ჰინგისმა 2015 წლის სეზონში, ინდოელ სანია მირზასთან წყვილში 10 ტურნირი მოიგო, მათ შორის, უიმბლდონი, აშშ-ის ღია პირველობა და წლის შემაჯამებელი ჩემპიონატი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული