გამოკითხვის შედეგად, მსოფლიოს პირველ ჩოგანმა დიდი უპირატესობით აჯობა ესპანელ გარბინ მუგურუსას, იტალიელ ფლავია პენეტასა და პოლონელ აგნიეშკა რადვანსკას. უილიამსმა ხმების 79 პროცენტი მიიღო, მეორე ადგილზე გასულ მუგურუსას კი 12 პროცენტი ერგო.
საინტერესოა, რომ ჟურნალისტების გამოკითხვით, სერენა მეორე პოზიციაზე აღმოჩნდა ხმების 37 პროცენტით, ხოლო გამარჯვება რადვანსკამ მოიპოვა - 52 პროცენტი.
სერენა უილიამსმა 2015 წელს "დიდი სლემის" სამი ტურნირი - ავსტრალიის ღია, როლან გაროსი და უიმბლდონი მოიგო და
წლის მატჩი: ფედერერი-კირგიოსი
პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ (ATP) საკუთარ ვებგვერდზე 2015 წლის სეზონის საუკეთესო მატჩი დაასახელა. ამ ნომინაციაში გამარჯვებული გახდა შეხვედრა შვეიცარიელ როჯერ ფედერერსა და ავსტრალიელ ნიკ კირგიოსს შორის. მატჩი მადრიდის "მასტერსის" მეორე წრეში შედგა და ის სენსაციურად მოიგო კირგიოსმა - 6:7, 7:6, 7:6. შეხვედრა თითქმის სამი საათი გაგრძელდა.
ასევე წლის ხუთ საუკეთესო მატჩში შემდეგი თამაშები მოხვდა: ენდი მარეი (ბრიტანეთი)-ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი) 6:4, 4:6, 6:3; ფაბიო ფონინი (იტალია)-ფედერიკო დელბონისი (არგენტინა) 6:4, 6:7, 7:6; გაელ მონფილსი (საფრანგეთი)-ალექსანდრ დოლგოპოლოვი (უკრაინა) 7:6, 7:6; მილოშ რაონიჩი (კანადა)-რაფაელ ნადალი (ესპანეთი) 4:6, 7:6, 7:5.
ATP-ის აზრით, "დიდი სლემის" ტურნირზე საუკეთესო მატჩი აშშ-ის ღია პირველობის მესამე წრეში შედგა: ფაბიო ფონინი-რაფაელ ნადალი 3:6, 4:6, 6:4, 6:3, 6:4.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"