მიქსტი ფედერერსა და ჰინგისს შორის

AutoSharing Option
მსოფლიოს მეხუთე ჩოგანმა რაფაელ ნადალმა განაცხადა, რომ გააგრძელებს ვარჯიშს თავისი ბიძის - ტონი ნადალის ხელმძღვანელობით.

"ჩემი წარმატების საიდუმლო, ძირითადად, ბიძია ტონის დახმარებაშია. ყოველთვის კარგი ადამიანები იყვნენ ჩემს გარშემო, რომლებიც ყველაფერს აკეთებდნენ ჩემი პროგრესისთვის. მონდომებით ვმუშაობთ, ყოველ წელს ვცილობით მომატებას და პროგრესის მიღწევას. ტონი ყოველთვის ჩემი მწვრთნელი იქნება", - ამბობს ნადალი.

ამჟამად, რაფაელი საერთაშორისო საჩოგბურთო პრემიერლიგაში თამაშობს და ორჯერ მოუწია თავის ისტორიურ მეტოქესთან, შვეიცარიელ როჯერ ფედერერთან შეხვედრა. ნადალი Indian Aces-ის ღირსებას იცავს, როჯერი UAE Royals-ის წევრია. შეხვედრა Aces-მა 30:19 მოიგო.

წყვილთა
მატჩში ნადალმა და როჰან ბოპანამ 6:4 მოუგეს ფედერერისა და მარინ ჩილიჩის დუეტს. ერთეულებში კი რაფამ ტაი-ბრეიკზე 6:5 (7:4) დაამარცხა როჯერი.

* * *
ამასობაში, როჯერ ფედერერმა დაადასტურა, რომ 2016 წელს, რიო-დე-ჟანეროს ოლიმპიადაზე მარტინა ჰინგისთან ერთად გამოვა შერეულ წყვილთა თანრიგში. ორი ლეგენდარული შვეიცარიელი პირველად ითამაშებს ერთად 15-წლიანი პაუზის შემდეგ.

"დიახ, ეს მართალია, რომ მიქსტში მარტინასთან ერთად ვითამაშებ. მოუთმენლად ველოდები ამ მომენტს, რადგან უკვე 15 წელია ერთად კორტზე არ გავსულვართ. როცა ახალგაზრდა ვიყავი, მასზე ვიღებდი სწორებას. ის თითქმის ჩემი თანატოლია, მაგრამ უფრო ადრე დაიწყო "დიდი სლემის" ტურნირების მოგება", - განაცხადა ფედერერმა.

ჰინგისსა და ფედერერი 2001 წელს, ჰოპმანის თასი აქვთ მოგებული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული