ჩვენებურმა ზედიზედ ოთხ მეტოქეს აჯობა - ავსტრიელ ნატაშა ბრედლის (6:0, 3:6, 6:2), ხორვატ მარიანა დრაჟიჩს (6:1), 6:2), უკრაინელ ალონა ფომინას (6:1, 6:4) და ბრაზილიელ პიგოსს (6:4, 4:6, 6:0), მაგრამ გადამწყვეტი ორთაბრძოლისას რუმინელ ელენა გაბრიელა რუსეს ვერაფერი მოუხერხა - 6:1, 6:7, 2:6.
საგულისხმოა, რომ კარპატელმა ნახევარფინალში მეორე ნომრად განთესილ სოფიო ქვაცაბაიას მოუგო - 5:7, 6:1, 6:1. მანამდე ქართველმა ჩოგბურთელმა
* * *
დღეიდან თურქეთის დედაქალაქი ანკარა ჩოგბურთელ ქალთა 50.000-იან საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს, რომლის ძირითად ბადეში მე-7 ნომრად განთესილი სოფიო შაფათავა მოსინჯავს ძალებს. სტარტზე იგი რუმინელ კრისტინა დინუს შეხვდება.წყვილებში ასპარეზობის მეოთხე ნომერი შაფათავა და სინდი ბურგერი (ჰოლანდია) კიმ-ალისე გრაიდეკსა (გერმანია) და ეკატერინა იაშინასთან (რუსეთი) გაარკვევენ ურთიერთობას.
* * *
ანტალიაში ჩოგბურთელ ვაჟთა საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი) საკვალიფიკაციო ბადეში ჩაება გიორგი ჯავახიშვილი, რომელმაც ორი მეტოქე დაამარცხა: ბულგარელები - ფერდენ შევკედოვი (6:0, 6:2) და ალექს მარტინსკი (6:1, 6:1). დღეს ძირითად ბადეში გასასვლელად რუმინელ ნიკოლ ფრენზას დაუპირისპირდება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"