სერენა უილიამსი წლის პერსონაა

AutoSharing Option
მსოფლიოს პირველი ჩოგანი სერენა უილიამსი წლის სპორტული პერსონა გახდა ჟურნალ Sports Illustrated-ის ვერსიით. სერენა პირველი ქალია 1983 წლის შემდეგ, ვინც ეს პრიზი მოიპოვა.

უილიამსმა 2015 წელს ხუთი ტიტული მოიგო ერთეულთა თანრიგში, მათ შორის "დიდი სლემის" სამი ჩემპიონატი - ავსტრალიის ღია, როლან გაროსი და უიმბლდონი. მთელი წლის განმავლობაში, სერენამ მხოლოდ სამი მატჩი წააგო.

უფრო ადრე, Sports Illustrated-ის პრიზის მფლობელები ხდებოდნენ მოჰამედ ალი, არტურ ეში, ლებრონ ჯეიმსი და მაიკლ ჯორდანი...

***
ამასობაში, სერენა უილიამსმა ახალი სეზონისთვის ემზადება, მაგრამ ვერ შეძლო ხუთკილომეტრიანი დისტანციის
დაფარვა Serena Williams Live Ultimate Run-ის გარბენის რანგში. საფინიშო ხაზი ჩოგბურთელმა ტაქსით გადალახა. ამის შესახებ წერს Yahoo! Sports. სერენამ ნახევარი დისტანციის გარბენაც კი ვერ მოახერხა. გარბენში მონაწილეობდა სერენას უფროსი და ვინუსი, რომელმაც დამოუკიდებლად მიაღწია ფინიშამდე.

"წლის განმავლობაში პრობლემები მქონდა იდაყვთან და მუხლთან დაკავშირებით. რაღაც მომენტში, ამერიკის ღია პირველობის დროს, გულმა შემაწუხა, ამიტომაც გადავწყვიტე არ გამერისკა", - განაცხადა უმცროსმა უილიამსმა.

ამ აქციით შემოსული ფული ჩოგბურთელის საქველმოქმედო ფონდში ჩაირიცხა, რომელიც ძალადობით დაზარალებულ ადამიანებს ეხმარება, აგრეთვე ზრუნავს მთელი მსოფლიოს ბავშვების განათლებაზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული