გრუნტი მსხვერპლად რიოს ოლიმპიადას

AutoSharing Option
შვეიცარიელმა ლეგენდამ როჯერ ფედერერმა 2016 წლის სეზონში გამოსვლის გრაფიკი გამოაქვეყნა. მსოფლიოს მესამე ნომერი ოთხი "მასტერსის" გამოტოვებას აპირებს და გრუნტზე მხოლოდ ერთ ტურნირს - როლან გაროსს ითამაშებს.

განრიგი შედგენილია რიოს ოლიმპიადაზე წარმატებული გამოსვლის გათვლით. ზაფხულის თამაშებზე 34 წლის ვეტერანი სამ დისციპლინაში აპირებს თამაშს, შესაბამისად, მაქსიმალურად სურს ძალების დაზოგვა.

ამიტომაც, გრუნტის მთავარ ტურნირამდე ფედერერი ამ საფარზე არსად თამაშს არ აპირებს, არადა, თიხნარზე სამი "მასტერსი" იმართება - მონტე კარლოში, რომსა და მადრიდში. სხვა მხრივ, 2016 წლის განრიგი თითქმის შარშანდელის მსგავსია.

არის რამდენიმე უმნიშვნელო
განსხვავება, მაგალითად, უიმბლდონამდე როჯერი უფრო მეტს ითამაშებს ბალახის საფარზე.

ფედერერის კალენდარი:
ბრისბენი (4-10 იანვარი)
ავსტრალიის ღია (18-31 იანვარი)
როტერდამი (8-14 თებერვალი)
დუბაი (22-28 თებერვალი)
ინდიან უელსი (7-20 მარტი)
როლან გაროსი (23–5 ივნისი)
შტუტგარტი (6-12 ივნისი)
ჰალე (13-19 ივნისი)
უიმბლდონი (27–10 ივლისი)
ტორონტო (25-31 ივლისი)
ოლიმპიადა (8-14 აგვისტო)
ცინცინატი (15-21 აგვისტო)
აშშ-ის ღია (29–11 სექტემბერი)
შანხაი (10-16 ოქტომბერი)
ბაზეოი (24-30 ოქტომბერი)
პარიზი (31–6 ნომბერი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული