ეკატერინე გორგოძემ სეზონი ანტალიის ტურნირის მოგებით დაასრულა

AutoSharing Option
27 დეკემბერს, ანტალიაში დამთავრდა ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირი (საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი), რომელშიც ორი ქართველიც მონაწილეობდა.

განსაკუთრებით ეკატერინე გორგოძემ იყოჩაღა: მესამე ნომრად განთესილმა ჩვენებურმა სეზონი მაჟორულ ნოტზე დაასრულა - შეჯიბრებაში მერვედფინალიდან ჩაება, ზედიზედ სძლია თურქ იპეკ ოზს - 6:3, 6:3, რუს ამინატ კუშკოვას - 6:4, 6:1, ნახევარფინალში ბელგიელ დებორა კერფსს აჯობა - 6:4, 6:4, გადამწყვეტ პაექრობაში კი თურქი აილა აკსუ დაამარცხა - 6:4, 6:2.

ტურნირზე მეორე ნომრად იყო განთესილი სოფიო ქვაცაბაია. სტარტზე მან გერმანელი კატარინა იაკობი ჩამოიშორა გზიდან - 6:3,
6:1, მაგრამ მეოთხედფინალში ბელგიელ კერფსს დანებდა - 3:6, 6:1, 2:6.

ქვაცაბაია 4 იანვრიდან ანტალიაშივე ჩოგბურთელ ქალთა ახალ 10.000-იან ტურნირში ჩაებმება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული