დღეს მე-4 ნომრად განთესილი გორგოძე ავსტრიელ ივანა ჰორვატს დაუპირისპირდება, ხოლო მეხუთე ნომერი ქვაცაბაია რუს მარია ზოტოვასთან გაარკვევს ურთიერთობას.
წყვილებში ქვაცაბაია და გორგოძე რეიტინგფავორიტები არიან. ისინი პირველ წრეში მასპინძლებს - მუაზეზ დემირჩისა და ესან კოკჩეს შეხვდებიან.
შარშან, წლის მიწურულს გორგოძემ ანტალიაში 10.000-იანი ტურნირის ფინალში თურქ აილა აქსუს აჯობა და პირველი ადგილი დაიკავა.
საერთოდ კი, ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ასოციაციის განახლებულ რეიტინგში ქართველთა მაჩვენებლები ასეთია:
ერთეულები. 231 (222). სოფიო შაფათავა (216), 352 (371). ეკატერინე გორგოძე (109), 380 (380). სოფიო ქვაცაბაია (97), 469 (471). მარიამ ბოლქვაძე (63), 657 (657). ოქსანა კალაშნიკოვა (30), 775 (776). თინათინ ყავლაშვილი (20), 1104 (1104). თამარ ჭალაგანიძე (7), 1210 (1211). ანა შანიძე (4).
წყვილები. 70 (70). კალაშნიკოვა (1080), 138 (138). შაფათავა (492), 190 (189). გორგოძე (349), 360 (359). ქვაცაბაია (141), 678 (677). ბოლქვაძე (45), 780 (779). ყავლაშვილი (30), 1112 (1111). ახალკაცი (11), 1112 (1111). შანიძე (11), 1183 (1186). ჭალაგანიძე (9).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"