ქალთა ჩოგბურთის ლიდერებმა სეზონი ცუდად დაიწყეს

AutoSharing Option
რთულად დაიწყო სეზონი ქალთა კლასიფიკაციის ლიდერებისთვის. გუშინ, ბრისბენის ტურნირიდან გამოიტანეს განაცხადი მსოფლიოს მეორე და მესამე ნომრებმა - რუმინელმა სიმონა ჰალეპმა და რუსმა მარია შარაპოვამ.

ჰალეპმა აქილევსის მყესის ტრავმა მოიმიზეზა, ხოლო შარაპოვას მხართან დაკავშირებით შეექმნა პრობლემები და გადაწყვიტა ავსტრალიის ღია პირველობის წინ არ გაერისკა. შარაპოვას გუშინ, პირველ წრეში უნდა ეთამაშა თანამემამულე ეკატერინა მაკაროვას წინააღმდეგ, ხოლო ჰალეპს მეორე წრეში ელოდა შეხვედრა ბელარუს ვიქტორია აზარენკასთან.

ასევე პრობლემები აქვს მსოფლიოს პირველ ჩოგანს, ამერიკელ სერენა უილიამსს. როგორც გუშინდელ ნომერში ვწერდით, ჰოპმანის თასის პირველ ტურში სერენა
ვერ გავიდა კორტზე უკრაინელი ელინა სვიტოლინას წინააღმდეგ, გუშინ კი დაიწყო მატჩი ავსტრალიელ იარმილა ვოლფთან, მაგრამ მიატოვა შეხვედრა, როცა 5:7, 1:2 იყო ჩამორჩენილი.

"მუხლი მაწუხებს, თუმცა ეს მცირე პრობლემაა, რომელიც მალე მოგვარდება", - განაცხადა მატჩის შემდეგ უილიამსმა.

შეგახსენებთ, რომ ავსტრალიის ღია პირველობა 18 იანვარს, მელბურნში დაიწყება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული