ეკატერინე გორგოძისა და სოფიო ქვაცაბაიას სამი მოგება ერთ დღეში

AutoSharing Option
5 იანვარს, ანტალიაში დაიწყო ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირი (საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი), რომელშიც ორი ქართველიც ჩაება. მე-4 ნომრად განთესილმა ეკატერინე გორგოძემ სტარტზე იოლად აჯობა ავსტრიელ ივანა ჰორვატს - 6:2, 6:1 და მერვედფინალში გავიდა, სადაც მაშალ ჰამედის (პაკისტანი) მძლეველ (6:0, 6:0) ფრანჩესკა სტეპნენსონს (დიდი ბრიტანეთი) შეხვდება.

სოფიო ქვაცაბაია ასპარეზობის მეხუთე ნომერია. მანაც ადვილად ჩამოიშორა გზიდან რუსი მარია ზოტოვა - 6:2, 6:1. მეორე წრეში ანა სლოვაკოვას (ჩეხეთი) და ოლექსანდრა ანდრეევას (უკრაინა) შორის გამარჯვებულს გაუწევს მეტოქეობას.

წყვილებში გორგოძე და ქვაცაბაია ტურნირის რეიტინგფავორიტები არიან.
პირველ წრეში მათ მასპინძლები - მუაზეზ დემირჩი და ესენ კოკჩე დაჯაბნეს - 6:3, 6:1. მეოთხედფინალში ჩვენებურები ივანა ჰორვატსა (ავსტრია) და პეტრა ივანკოვიჩთან (ხორვატია) გაარკვევენ ურთიერთობას.

ავსტრიულ-ხორვატიულმა დუეტმა სტარტზე იოანა ჩეორჩიტას (რუმინეთი) და ეკატერინა ოვჩარენკოს (რუსეთი) მოუგო - 3:6, 6:2, 10:4.

ქართველ ჩოგბურთელ ქალთა იანვარში გამართული ორთაბრძოლები უმთავრესად ფედერაციის თასის 2016 წლის გათამაშებისთვის მოსამზადებლადაა გამიზნული. შეგახსენებთ, რომ 3-5 თებერვალს ისრაელის ქალაქ ეილატში პირველი ევრო-აფრიკული ზონის 14 ნაკრები (საქართველო, ბელგია, ბულგარეთი, ხორვატია, ესტონეთი, დიდი ბრიტანეთი, უნგრეთი, ისრაელი, ლატვია, პორტუგალია, სამხრეთი აფრიკა, შვედეთი, თურქეთი, უკრაინა) შეიკრიბება - ისინი ფედერაციის თასის მსოფლიო ჯგუფის პლეი ოფის ორი საგზურისთვის იბრძოლებენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული