ახალგაზრდა ჩოგბურთელის თქმით, ტურნირების წინ მოწყობილ წვეულებებზე არც ერთ კოლეგასთან არ აქვს ურთიერთობა.
"შესაძლოა, ვიღაცას მიაჩნია, რომ ჩემი ცხოვრება კინოს ჰგავს. სინამდვილეში, ჩვენს სახეობაში ძალიან რთულია მეგობრის მონახვა. შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ ჩოგბურთელებს ეზიზღებათ ერთმანეთი. ვინც საპირისპიროს ამტკიცებს, უბრალოდ, იტყუება.
მამაკაცებს შორის, სრულიად განსხვავებული სიტუაციაა. ყველა მოთამაშე ერთმანეთის მიმართ კეთილგანწყობილია. ჩვენთან კი მაშინაც არავის ველაპარაკები, როცა ტურნირის წინ მოწყობილ საღამოზე ვიმყოფები", - განაცხადა მუგურუსამ,
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"