მუგურუსამ ცინცინატის ფინალში რუმინელი სიმონა ჰალეპი დაამარცხა და ამ უკანასკნელს კლასიფიკაციაში ლიდერობის მოპოვების საშუალება არ მისცა. ჰალეპი ანალოგიურ სიტუაციაში იყო როლან გაროსზე, როცა ასევე ფინალის მოგება სჭირდებოდა რეიტინგში
WTA-ის კლასიფიკაციის TOP10 ასე გამოიყურება:
- (1). კაროლინა პლიშკოვა (ჩეხ) - 6 390
- (2). სიმონა ჰალეპი (რუმ) - 6 385
- (6). გარბინ მუგურუსა (ესპ) - 5 860
- (4). ელინა სვიტოლინა (უკრ) - 5 650
- (5). კაროლინ ვოზნიაცკი (დან) - 5 350
- (3). ანჟელიკ კერბერი (გერ) - 5 146
- (7). იოჰანა კონტა (ბრიტ) - 4 750
- (8). სვეტლანა კუზნეცოვა (რუს) - 4 410
- (9). ვინუს უილიამსი (აშშ) - 4 216
- (10). აგნიეშკა რადვანსკა (პოლ) - 3 855
* * *
TOP10-ში ჩოგბურთელებს შორის ქულათა სხვაობა იმდენად მცირეა, რომ "დიდი სლემის" რიგით მეოთხე ტურნირის - აშშ-ის ღია პირველობის წინ უნიკალური სიტუაციაა შექმნილი. კერძოდ, ნიუ იორკში გასამართ ჩემპიონატზე (28 აგვისტო-10 სექტემბერი) WTA-ის რეიტინგის პირველ ადგილზე პრეტენზიას რვა ჩოგბურთელი განაცხადებს.თუ აშშ-ის შარშანდელი პირველობის ქულებს გამოვაკლებთ, მაშინ ჩოგბურთელებს ასეთი სასტარტო პოზიცია ექნებათ: ლიდერია სიმონა ჰალეპი (5955), შემდეგ მოდიან - გარბინ მუგურუსა (5790), ელინა სვიტოლინა (5400), კაროლინა პლიშკოვა (5090), კაროლინ ვოზნიაცკი (4570), იოჰანა კონტა (4510), სვეტლანა კუზნეცოვა (4340) და ვინუს უილიამსი (3976).
ამასთან, მეტოქეთა გამოსვლებზე დამოკიდებული არ იქნება პირველი სამი ჩოგბურთელი - ტიტულის მოპოვების შემთხვევაში, მათ გარანტირებული ექნებათ პირველი ადგილი. დანარჩენებს ამა თუ იმ კონკურენტის ნაადრევად გამოვარდნა დასჭირდებათ.
აღვნიშნავთ, რომ თუ პლიშკოვა ფინალამდე ვერ მივა, ლიდერობას ნებისმიერ შემთხვევაში დაკარგავს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"