წყვილებში გორგოძე და სოფიო ქვაცაბაია ასპარეზობის რეიტინგფავორიტები არიან, თუმცა ივანა ჰორვატისა (ავსტრია) და იანა მორდერგერის (გერმანია) დუეტს პირველი სეტი მხოლოდ დაძაბული პაექრობის შემდეგ ტაიბრეიკში მოუგეს - 7:6, მეორეში კი 6:4 გაიმარჯვეს და მეოთხედფინალში ქრისტინა
თურქულ-რუმინულმა წყვილმა კი სტარტზე ესენ კოკჩესა (თურქეთი) და ეკატერინა წიკლაურის (რუსეთი) ტანდემი ჩამოიშორა გზიდან - 6:3, 6:1. საგულისხმოა, რომ ადამესკუმ ერთეულების პირველ წრეში ქვაცაბაია დაამარცხა.
* * *
ბანკოკის ჩელენჯერტურნირში (საპრიზო ფონდი 50.000 დოლარი) ცდის ძალებს ალექსანდრე მეტრეველი. პირველ წრეში მან ინდოელი სამან სინგხი დაჯაბნა - 6:2, 1:6, 6:4. დღეს მერვედფინალში მასპინძელ კიტიპონ ვაჩირამანოვონგის მძლეველ (6:4, 7:5) მარკო ტეპავაჩთან (სერბეთი) გაარკვევს ურთიერთობას.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"