როჯერ ფედერერი: ნიკოლოზ ბასილაშვილს კარგად არ ვიცნობ

AutoSharing Option
АТР-ს რეიტინგით მესამე ჩოგბურთელმა, შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა ავსტრალიის ღია პირველობის დაწყებამდე პრესკონფერენციაზე თავის ჯანმრთელობაზე ისაუბრა. გარდა ამისა, როჯერმა წილისყრის შედეგებზეც ისაუბრა, რომელმაც მას მეტოქედ ქართველი ნოკოლოზ ბასილაშვილი არგუნა.

"თავს უკეთ ვგრძნობ, ხველაც აღარ მაწუხებს. ბოლო 2 დღე კარგად ვივარჯიშე.

ვერ ვიტყვი, რომ ჩემს მეტოქეს კარგად ვიცნობ. მასთან ერთად უიმბლდონზე ვითამაშე. ახლა ჩემს თამაშზე ვარ მთლიანად კონცენტრირებული, მაგრამ ივანი და სევერინი შეისწავლიან მის თამაშს და რამდენიმე რჩევას მომცემენ. თუმცა, ვფიქრობ, რომ ბევრი რამ ჩემზეა დამოკიდებული, რადგან მე ვითამაშებ", - თქვა ფედერერმა.

34 წლის შვეიცარიელს დიდი სლემის 17 ტიტული აქვს მოპოვებული.

შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილი АТР-ის რეიტინგში 117-ე ადგილზე იმყოფება.

შეხვედრა 18 იანვარს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული