"თავს უკეთ ვგრძნობ, ხველაც აღარ მაწუხებს. ბოლო 2 დღე კარგად ვივარჯიშე.
ვერ ვიტყვი, რომ ჩემს მეტოქეს კარგად ვიცნობ. მასთან ერთად უიმბლდონზე ვითამაშე. ახლა ჩემს თამაშზე ვარ მთლიანად კონცენტრირებული, მაგრამ ივანი და სევერინი შეისწავლიან მის თამაშს და რამდენიმე რჩევას მომცემენ. თუმცა, ვფიქრობ, რომ ბევრი რამ ჩემზეა დამოკიდებული, რადგან მე ვითამაშებ", - თქვა ფედერერმა.
შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილი АТР-ის რეიტინგში 117-ე ადგილზე იმყოფება.
შეხვედრა 18 იანვარს გაიმართება.