ნიკოლოზ ბასილაშვილი: ფედერერი ჩემთვის ბავშვობიდან სამაგალითო იყო

AutoSharing Option
დღეს, 18 იანვარს, საუკეთესო ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობის პირველ წრეში ATP-ის რეიტინგში მესამე ადგილზე მყოფ შვეიცარიელ როჯერ ფედერერთან დამარცხდა.

შეხვედრასთან დაკავშირებით კომენტარი ქართველმა სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" გააკეთა.

"როჯერ ფედერერი ჩემთვის ბავშვობიდან სპორტსმენის მაგალითი იყო. ჩემთვის დღეს მასთან თამაში ცენტრალურ კორტზე ადვილი არ იყო.

ჩვენ პირველად შევხვდით ერთმანეთს. რა თქმა უნდა, ნერვიულობამ და დაძაბულობამ თავისი გააკეთა.

ძალიან დასანანია ის, რომ მე ჩემი თამაშის მაქსიმუმი ვერ ვაჩვენე, მაგრამ გამოცდილება მივიღე. რა თქმა უნდა,
ეს ჩემს შეცდომებზე მოხდა, მაგრამ რა გაეწყობა... ზოგჯერ ასეა, ზოგჯერ - ისე.

ყველას მადლობა მინდა გადაგიხადოთ გვერდში დგომისა და გულშემატკივრობისთვის", - წერს ბასილაშვილი.

23 წლის ბასილაშვილი ATP-ის რეიტინგში 117-ე საფეხურზე იმყოფება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული