იყო იმედი, რომ ერთ სეტში მაინც ბასილაშვილი ტაი-ბრეიკამდე მიაღწევდა და იქ ბოლომდე იბრძოლებდა, მაგრამ ქართველს ამის შანსი არ მისცემია. პირველ სეტში მეტოქეებმა გეიმები გაცვალეს, რის შემდეგაც ფედერერმა ზედიზედ ორი ბრეიკი შეასრულა და 4:1 დაწინაურდა.
აი, აქ კი ბასილაშვილმა იყოჩაღა და ერთი უკუბრეიკი შეასრულა, თუმცა იქვე მესამედ დათმო საკუთარი მოწოდება, რის შემდეგაც, ფედერერმა
ფედერერმა მეორე სეტშიც სამი ბრეიკი შეასრულა. ნიკოლოზმა მხოლოდ 0:4-ზე შეძლო პირველი გეიმის აღება და ეს იყო მისი ერთადერთი წარმატება პარტიაში.
მესამე სეტში კი უკვე ნახსენები ტაი-ბრეიკის მცირე იმედი გაჩნდა, რადგან ბასილაშვილმა პირველი ორი გეიმი საკუთარ მოწოდებაზე ისე მოიგო, რომ ერთი ბრეიკ-პოინტის შანსიც არ მისცა მეტოქეს.
მაგრამ, 3:2-ზე ფედერერმა მეექვსე გეიმში პირველივე ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, მერვე გეიმში კი ყოველი ასეთი შანსი მატჩბოლი იყო. შვეიცარიელმა მეორე ცდაზე მიიყვანა საქმე გამარჯვებამდე და მეორე წრეში უკრაინელ ალექსანდრ დოლგოპოლოვზე გავიდა. შეხვედრა საათი და 15 გრძელდებოდა.
თუ მატჩის სტატისტიკას გადავხედავთ, ბასილაშვილმა მეტოქეს პირველი მოწოდების სიზუსტით აჯობა მეტოქეს, თუმცა ძალიან დიდი სხვაობა იყო პირველი მოწოდებით აღებულ ქულებში - 92 52 პროცენტის წინააღმდეგ.
მეორე მოწოდება კი ქართველს პრაქტიკულად არ ჰქონია, რადგან 24-დან მხოლოდ შვიდი ქულის (29 პროცენტი) აღება შეძლო. ძალიან დიდი იყო ფედერერის უპირატესობა "ვინერსებში": 31-9, სამაგიეროდ, ბასილაშვილმა ლეგენდას 20 უნებლიე შეცდომა დააშვებინა, რაც ასეთი ხანმოკლე მატჩში საკმაოდ ბევრია. ფედერერს 14 ბრეიკ-პოინტი ჰქონდა და აქედან რვა გამოიყენა.
"კარგი მატჩი გამოვიდა, - თქვა შეხვედრის შემდეგ ფედერერმა. - მოხარული ვარ, რომ ასე თამაში შევძელი, რადგან ორი კვირის წინ, ბრისბენში არ ვგრძნობდი თავს 100 პროცენტით მზად. ამჯერად კი შევძელი საკუთარ თამაშზე, ტაქტიკაზე კონცენტრირება. ასე რომ, დასაწყისი კარგი გამოვიდა".
შეგახსენებთ, რომ როჯერმა ბრისბენის ტურნირის ფინალამდე მიაღწია, მაგრამ იქ კანადელ მილოშ რაონიჩთან დამარცხდა.
I წრე
კაცები
ჯოკოვიჩი (სერ, 1)-ჩუნგი (კორ) 6:3, 6:2, 6:4
ჰალისი (საფ)-დოდიგი (ხორ) 6:4, 6:7(4), 6:4, 7:5
კუდლა (აშშ)-კრაინოვიჩი (სერ) 6:2, 6:1 უარი
სეპი (იტა, 28)-გაბაშვილი (რუს) 3:6, 7:6(4), 6:4, 7:6(10)
დელბონისი (არგ)-კარლოვიჩი (ხორ, 22) 7:6(4), 6:1, 2:1 უარი
ოლივო (არგ)-ვესელი (ჩეხ) 7:6(8), 2:6, 1:6, 6:4, 6:4
დონსკოი (რუს)-სერვანესი (ესპ) 6:4, 3:6, 6:1, 6:4
სიმონი (საფ, 14)-პოსპიშილი (კან) 6:7(4), 6:3, 6:2, 6:4
ცონგა (საფ, 9)-ბაღდატისი (კვიპ) 6:4, 4:6, 6:4, 6:2
იასიკა (ავსტრა)-მარჩენკო (უკრ) 6:4, 3:6, 6:0, 6:4
ჰერბერი (საფ)-ანდუხარი (ესპ) 5:7, 6:4, 7:6(6), 6:2
რუბინი (აშშ)-პერი (საფ, 17) 7:6(4), 7:6(6), 7:6(5)
გ. ლოპესი (ესპ, 26)- მატიო (საფ) 6:4, 6:4, 6:4
ბრანდსი (გერ)-ბურგოსი (დომ) 6:4, 7:6(1), 4:6, 6:1
კრაიჩეკი (აშშ)-ვუ (ჩინ) 6:4, 6:1, 6:3
ნიშიკორი (იაპ, 7)-კოლშრაიბერი (გერ) 6:4, 6:3, 6:3
ფედერერი (შვეიც, 3)-ბასილაშვილი (საქ) 6:2, 6:1, 6:2
დოლგოპოლოვი (უკრ)-ბერანკისი (ლიტ) 6:1, 3:6, 6:4, 6:2
ტრუნჯელიტი (არგ)-კოვალიკი (სლოვაკ) 6:4, 7:6(1), 7:5
დიმიტროვი (ბულ, 27)-ლორენცი (იტა) 6:3, 7:6(8), 6:3
ტიმი (ავსტრია, 19)-ლ. მაიერი (არგ) 6:2, 7:6(6), 4:6, 7:6(0)
ალმაგრო (ესპ)-ბენეტო (საფ) 6:3, 6:7(5), 6:3, 7:6(1)
ძუმჰური (ბოს)-ედმუნდი (ბრიტ) 1:6, 7:6(4), 4:6, 6:3, 6:1
გოფენი (ბელ, 15)-სტახოვსკი (უკრ) 3:6, 6:3, 6:4, 6:4
ჩილიჩი (ხორ, 12)-დე ბაკერი (ჰოლ) 6:7(4), 7:5, 6:2, 6:4
რამოსი (ესპ)-ჩორიჩი (ხორ) 6:2, 6:2, 6:3
ლაიოვიჩი (სერ)-კუერი (აშშ) 6:7(5), 4:6, 6:4, 6:2 უარი
ბ. აგუტი (ესპ, 24)-კლიჟანი (სლოვაკ) 6:2, 6:3, 4:6, 2:6, 6:2
კირგიოსი (ავსტრა, 29)-კარენო ბუსტა (ესპ) 6:2, 7:5, 6:2
კუევასი (ურუ)-ნიშიოკა (იაპ) 7:6(5), 6:1, 6:4
ბაშიჩი (ბოს)-ჰაასე (ჰოლ) 7:6(4), 6:4, 6:4
ბერდიხი (ჩეხ, 6)-ბჰამბრი (ინდ) 7:5, 6:1, 6:2
ქალები
ს. უილიამსი (აშშ, 1)-ჯორჯი (იტა) 6:4, 7:5
ჰსიე (ტაივ)-ოსტაპენკო (ლატ) 3:6, 7:5, 6:1
კონიუხი (ხორ)-უ. რადვანსკა (პოლ) 0:6, 6:4, 6:3
კასატკინა (რუს)-შმიედლოვა (სლოვაკ, 27) 6:3, 6:3
გასპარიანი (რუს)-ერანი (იტა, 17) 1:6, 7:5, 6:1
ნარა (იაპ)-დოდენი (საფ) 7:6(2), 6:2
ჰანი (ჩინ)-დუკე-მარინო (კოლ) 6:2, 2:1 უარი
პუტინცევა (ყაზ)-ვოზნიაცკი (დან, 16) 1:6, 7:6(3), 6:4
ბენჩიჩი (შვეიც, 12)-რისკე (აშშ) 6:4, 6:3
ბაბოში (უნგ)-უოტსონი (ბრიტ) 6:7(4), 7:5, 7:5
ბონდარენკო (უკრ)-ტომლიანოვიჩი (ავსტრა) 7:6(2), 6:3
კუზნეცოვა (რუს, 23)-ჰანტუხოვა (სლოვაკ) 6:0, 6:2
დევისი (აშშ)-პავლიუჩენკოვა (რუს, 26) 1:6, 6:3, 6:4
რიბარიკოვა (სლოვაკ)-ვიკმაიერი (ბელ) 3:6, 6:3, 7:5
სასნოვიჩი (ბლრ)-როდინა (რუს) 6:3, 7:6(2)
შარაპოვა (რუს, 5)-ჰიბინო (იაპ) 6:1, 6:3
ა. რადვანსკა (პოლ, 4)-მაკჰეილი (აშშ) 6:2, 6:3
ბუშარი (კან)- ჩი (სერ) 6:3, 6:4
პუიგი (პ-რიკ)-ლინეტი (პოლ) 6:3, 6:0
პლიშკოვა (ჩეხ)-სტოსური (ავსტრა, 25) 6:4, 7:6(6)
კ. ვანგი (ჩინ)-სტივენსი (აშშ, 24) 6:3, 6:3
ფრიდსემი (გერ)-დომინგეს ლინო (ესპ) 7:6(3), 2:6, 6:1
ფალკონი (აშშ)-ტატიშვილი (აშშ) 6:4, 3:6, 8:6
ვინჩი (იტა, 13)-პაჩეკი (ავსტრია) 6:4, 6:2
სუარეს ნავარო (ესპ, 10)- გოლუბიჩი (შვეიც) 7:5, 6:4
საკარი (საბ)-ი. ვანგი (ჩინ) 6:4, 1:6, 6:3
ნიკულესკუ (რუმ)-პერეირა (ბრა) 6:2, 6:1
კულიჩკოვა (რუს)-პეტკოვიჩი (გერ, 22) 7:5, 6:4
მლადენოვიჩი (საფ, 28)-ციბულკოვა (სლოვაკ) 6:3, 6:4
გიბსი (აშშ)-კუკალოვა (ჩეხ) 6:2, 2:6, 6:1
გავრილოვა (ავსტრა)-ჰრადეცკა (ჩეხ) 7:6(3), 6:4
კვიტოვა (ჩეხ, 6)-კუმხუმი (ტაილ) 6:3, 6:1
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"