ეკატერინე გორგოძე ანტალიის ტურნირის 1/8-ფინალში გავიდა

AutoSharing Option
20 იანვარს, ანტალიაში ჩოგბურთელ ქალთა 10.000-იანი ტურნირის პირველ წრეში, მე-2 ნომრად განთესილმა ეკატერინე გორგოძემ ორ სეტში გერმანელ იანა მორდერგერს აჯობა - 6:1, 7:5 და მერვედფინალში გავიდა, სადაც შოვალ ფანანის (ისრაელი) მძლეველ (6:2, 6:3) მასპინძელს - ქემრე ანილს შეხვდება.

ასპარეზობის მესამე ნომერი სოფიო ქვაცაბაია კაროლინ ილოვსკასთან (ავსტრია) გაარკვევს ურთიერთობას.

* * *
აქტობეში (ყაზახეთი), ჩოგბურთელ ვაჟთა საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 25.000 დოლარი) ასპარეზობა ნაადრევად დაასრულეს ქართველმა ჩოგბურთელებმა.

გიორგი ცივაძემ გუშინ მეორე წრეში ივან ბელიცასთან (სერბეთი) წააგო - 3:6, 2:6, გიორგი ჯავახიშვილი კი,
როგორც ვწერდით, სტარტზევე დამარცხდა.

წყვილებში ქართველთა დუეტი ინდოელ ძმებს - ჩანდრილ და ლაკშით სოოდებს დანებდა - 1:6, 3:6.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული