ამერიკელმა ამ უმნიშვნელოვანესი მატჩისთვის ბევრი ენერგია დაზოგა. მართალია, რუს მარგარიტა გასპარიანთან შეხვედრა საკუთარი გეიმის წაგებით დაიწყო, მაგრამ მომდევნო 14 გეიმიდან 12 თავის სასარგებლოდ დაასრულა. სერენამ 19 "ვინერსი" შეასრულა და პირველ მოწოდებაზე ქულების 75 პროცენტი აიღო - 6:2, 6:1.
გაცილებით რთული მატჩის გადატანა მოუწია შვეიცარიელ ბელინდა ბენჩიჩთან შარაპოვას. რუსი პირველ სეტში 3:5 ჩამორჩა, მაგრამ ზედიზედ ოთხი გეიმის აღება და საწყისი
დაძაბული ბრძოლა მეორე სეტშიც გაგრძელდა. შარაპოვას ჩაწოდებაზე ზედიზედ სამ გეიმში ბენჩიჩს ბრეიკ-პოინტები ჰქონდა, მაგრამ ვერც ერთი შანსი ვერ გამოიყენა. მარია ძალიან აქტიურად თამაშობდა. ამ მატჩში მის ანგარიშზე 21 ეისი (პირადი რეკორდი) და 59 "ვინერსი" მოდის, თუმცა ამას დაემატა 46 უნებლიე შეცდომა. საქმე ტაი-ბრეიკამდე მიდიოდა, მაგრამ რუსმა შეძლო მე-12 გეიმში კონცენტრაცია და გადამწყვეტი ბრეიკის შესრულება - 7:5, 7:5.
დღის ბოლოს, ნამდვილი თრილერი გაითამაშეს აგნიეშკა რადვანსკამ და ანა-ლენა ფრიდზემმა, რომელსაც მანამდე არასოდეს გაეღწია "დიდი სლემის" ტურნირების მესამე წრემდე.
პირველ სეტში ინიციატივა ხელიდან ხელში გადადიოდა. რადვანსკა სეტზე აწვდიდა, სეტბოლიც ჰქონდა, მაგრამ გერმანელმა ხასიათი გამოავლინა და ტაი-ბრეიკამდე მიაღწია, რომელიც 8:6 მოიგო.
მეორე სეტში პოლონელმა მოუმატა და შეცდომების რაოდენობა მინიმუმამდე დაიყვანა (მხოლოდ ორი), ფრიდზემის "ვინერსების" რაოდენობა კი მხოლოდ სამი იყო (პირველ სეტში - 25). შედეგად, რადვანსკამ 6:1 მოიგო და მესამე სეტში ბრეიკით დაწინაურდა - 2:0.
ამის შემდეგ, ინიციატივა ისევ ფრიდზემის მხარეს გადავიდა. მან ძალიან იოლად აიღო მეტოქის ორი მოწოდება და 5:2 დაწინაურდა. პირველ ჯერზე მატჩზე ვერ ჩააწოდა, 5:4-ზე კი სამედიცინო ტაიმ-აუტი აიღო. გერმანელს მარცხენა ფეხი აწუხებდა, რის გამოც მოწოდებას ვეღარ ასრულებდა.
ფრიდზემმა ერთი გაფრთხილება მიიღო დროის გაყვანის გამო, რამდენიმე წუთის შემდეგ კი დიდი ხანი ბრუნდებოდა ბადიდან უკანა ხაზამდე, რის გამოც მეორე გაფრთხილება დაიმსახურა, ეს კი ქულის ჩამორთმევას ნიშნავს. ასე მიიღო რადვანსკამ ბრეიკ-პოინტი.
გეიმებს შორის შესვენებისას, გერმანელი ტიროდა. მან რაღაც წამალი მიიღო, მაგრამ სირბილი აღარ შეეძლო. აგნიეშკამ ურთულეს გამარჯვებას მიაღწია - 6:7(8), 6:1, 7:5 და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც კარლა სუარეს-ნავაროს შეხვდება.
ქალები
1/16 ფინალი
ს. უილიამსი (აშშ, 1)-კასატკინა (რუს) 6:1, 6:1
გასპარიანი (რუს)-პუტინცევა (ყაზ) 6:3, 6:4
ბენჩიჩი (შვეიც, 12)-ბონდარენკო (უკრ) 4:6, 6:2, 6:4
შარაპოვა (რუს, 5)-დევისი (აშშ) 6:1, 6:7(5), 6:0
ა. რადვანსკა (პოლ, 4)-პუიგი (პ-რიკ) 6:4, 6:0
ფრიდზემი (გერ)-ვინჩი (იტა, 13) 0:6, 6:4, 6:4
სუარეს ნავარო (ესპ, 10)-კულიჩკოვა (რუს) 6:4, 2:0 უარი
გავრილოვა (ავსტრა)-მლადენოვიჩი (საფ, 28) 6:4, 4:6, 11:9
კერბერი (გერ, 7)-ბრენგლი (აშშ) 6:1, 6:3
ბეკი (გერ)-ზიგემუნდი (გერ) 6:0, 6:4
აზარენკა (ბლრ, 14)-ოსაკა (იაპ) 6:1, 6:1
სტრიკოვა (ჩეხ)-მუგურუსა (ესპ, 3) 6:3, 6:2
კონტა (ბრიტ)-ალერტოვა (ჩეხ) 6:2, 6:2
მაკაროვა (რუს, 21)-კარ. პლიშკოვა (ჩეხ, 9) 6:3, 6:2
კისი (აშშ, 15)-ივანოვიჩი (სერ, 20) 4:6, 6:4, 6:4
ჟანგი (ჩინ)-ლეპჩენკო (აშშ) 6:1, 6:3
1/8 ფინალი
ს. უილიამსი (აშშ, 1)-გასპარიანი (რუს) 6:2, 6:1
შარაპოვა (რუს, 5)-ბენჩიჩი (შვეიც, 12) 7:5, 7:5
ა. რადვანსკა (პოლ, 4)-ფრიდზემი (გერ) 6:7(6), 6:1, 7:5
სუარეს ნავარო (ესპ, 10)-გავრილოვა (ავსტრა) 0:6, 6:3, 6:2
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"