ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში ანჟელიკა კარბერმა სერენა უილიამსი დაამარცხა

AutoSharing Option
ავსტრალიის ღია პირველობის ქალთა ტურნირის ფინალი სენსაციური შედეგით დასრულდა. გერმანელმა ანჟელიკა კარბერმა, ბევრისთვის მოულოდნელად, ამერიკელი სერენა უილიამსი ანგარიშით 6:4, 3:6, 6:4 დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული გახდა.

30 იანვარს გამართული დაპირისპირება 2 საათსა და 8 წუთს გაგრძელდა. 28 წლის ბრემენელმა ჩოგბურთელმა, რომელიც WТА-ს რეიტინგში მე-6 ადგილს იკავებდა, პირველად ითამაშა "დიდი სლემის" ტურნირის ფინალში და შესაბამისად, სერენასთან აშკარა აუტსაიდერად იყო მიჩნეული.

WТА-ს განახლებულ რეიტინგში, რომელიც 1-ელ თებერვალს გამოქვეყნდება, ანჟელიკა მეორე ადგილზე იქნება.

"პირველ რიგში, მინდა სერენას ბრწყინვალე თამაშის გამო მივულოცო. შენ ყველა
ახალგაზრდა ჩოგბურთელისთვის სამაგალითო, ნამდვილი ჩემპიონი ხარ და უკვე მიაღწიე კიდეც არაჩვეულებრივ შედეგებს.

როდესაც მისაკი დოისთან პირველ წრეში ვაგებდი, უკვე იმას ვფიქრობდი, რომელ რეისზე შემეკვეთა ბილეთები. დღეს კი სერენას ფინალში ვაჯობე და ვდგავარ აქ. ეს ძალიან ემოციური ეპიზოდია, მე ბედნიერი ვარ. მთელი ცხოვრება მუხლჩაუხრელად ვშრომობდი, ეს მომენტი რომ დამდგარიყო", - თქვა კარბერმა დაჯილდოების ცერემონიალზე.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული