როჯერ ფედერერის მუხთალი მუხლი

AutoSharing Option
შვეიცარიელ როჯერ ფედერერს დაახლოებით ერთი თვის გამოტოვება მოუწევს. გუშინ, "დიდი სლემის" ტურნირების 17-გზის ჩემპიონმა მუხლზე ოპერაცია გადაიტანა, რის გამოც ვერ ითამაშებს როტერდამისა და დუბაის ტურნირებზე. ოპერაციის მიზანი იყო დაზიანებული მენისკის აღდგენა.

ექიმები მარწმუნებენ, რომ ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. აუცილებელი აღდგენითი კურსის გავლის შემდეგ, მალე შევძლებ ტურში დაბრუნებას", - განაცხადა ფედერერმა.

სავარაუდოდ, როჯერი კორტზე ინდიან უელსის "მასტერსზე" დაბრუნდება, რომლის სტარტი 7 მარტს არის დაგეგმილი.

როტერდამის ტურნირი 8-14 თებერვალს გაიმართება, დუბაის - 22-27 თებერვალს.

* * *
დიდი ალბათობით, რუსი მარია შარაპოვა არ
ითამაშებს უახლოეს უქმეებზე ფედერაციის თასზე ჰოლანდიის ნაკრების წინააღმდეგ. ამის ზუსტ მიზეზს ჩოგბურთელი არ ასახელებს, თუმცა, არაოფიციალური ინფორმაციით, მსოფლიოს მეექვსე ჩოგანს მხარი აწუხებს.

"სინამდვილეში, კარგად არ ვიცნობ ჰოლანდიის ნაკრებს. მაგრამ, ეს მნიშვნელოვანი არ არის, მნიშვნელოვანია - ითამაშო კონკრეტული მატჩი. სავარაუდოდ, მე არ გავალ კორტზე. საბოლოოდ გადაწყვეტილებას ბოლო მომენტში მივიღებთ", - განაცხადა პრესკონფერენციაზე შარაპოვამ, რომელიც მოსკოვში იმყოფება და ტრიბუნებიდან აპირებს თავისი გუნდის გამხნევებას.

რუსეთისა და ჰოლანდიის მატჩი 6-7 თებერვალს გაიმართება. რუსების რიგებში ითამაშებენ: სვეტლანა კუზნეცოვა, ეკატერინა მაკაროვა და დარია კასატკინა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული