გიორგი ცივაძე ბაქოს საერთაშორისო ტურნირის 1/8-ფინალში დამარცხდა

AutoSharing Option
თბილისელი გიორგი ცივაძე ბაქოში ჩოგბურთელ ვაჟთა საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი) ჩაება. ერთეულებში მან სასტარტო შეხვედრა ტიმურ ხაბიბულინს (ყაზახეთი) მოუგო - 6:4, 6:3, მერვედფინალში კი იტალიელ ფილიპო ბალდისთან დამარცხდა - 5:7, 2:6.

წყვილებში ცივაძემ ფიოდორ ჩერვიაკოვთან (რუსეთი) ერთად ასპარეზობის რეიტინგფავორიტებთან - მარკოს კალოველონისსა და ანტონ ზაიცევთან (ორივე - რუსეთი) პირველსავე წრეში წააგო - 6:7, 1:6 და შეჯიბრებას გამოეთიშა.

სავარაუდოდ, ცივაძე ბაქოში დარჩება და ორშაბათიდან ახალ 10.000-იან საერთაშორისო ტურნირში მოსინჯავს ძალებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული