ფედერაციის თასი: საქართველოს ნაკრები დიდ ბრიტანეთთან დამარცხდა

AutoSharing Option
ისრაელის ქალაქ ელიათში მიმდინარე ფედერაციის თასის გათამაშებაში ევრო-აფრიკული პირველი ზონის გუნდებს შორის, საქართველოს ქალ ჩოგბურთელთა ნაკრებმა B ჯგუფში მეორე მატჩი დიდ ბრიტანეთთან დათმო - 1:2 და მსოფლიოს ჯგუფის პლეი ოფისთვის ბრძოლას გამოეთიშა.

შეგახსენებთ, რომ ჩვენმა გოგონებმა ჯგუფის პირველ შეხვედრაში სამხრეთ აფრიკის ნაკრებს მოუგეს (3:0) და პირველ ზონაში ადგილი შეინარჩუნეს. ჯგუფის გამარჯვებული დიდი ბრიტანეთი გახდა.

რაც შეეხება 5 თებერვალს გამართულ შეხვედრებს, ეკატერინე გორგოძე კეტი სოუნთან 3:6, 3:6 დამარცხდა, შემდეგ კი სოფიო შაფათავამ ჰბზერ უოტსონთან წააგო - 2:6, 0:6.

ქართველმა გოგონებმა ბრიტანელებს
წყვილებში მაინც აჯობეს - ოქსანა კალაშნიკოვამ და შაფათავამ ჯოსლინ რეისა და ანა სმიტს მოუგეს - 6:2, 6:4.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული