გორგოძე და ქვაცაბაია ანტალიის ტურნირზე ბრძოლას ერთეულებში აგრძელებენ

AutoSharing Option
ანტალიაში, ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი) მორიგი გამარჯვება იზეიმა მეორე ნომრად განთესილმა ეკატერინე გორგოძემ - ჩვენებურმა ბულგარელი პეტია არშინკოვა დაამარცხა 7:6, 6:0 და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც ბრიტანელი ანა ბროგანის მძლეველ (4:6, 6:4, 6:3) ანი ამირაგიანთან გაარკვევს ურთიერთობას.

მეტოქეები აქამდე ორჯერ შეხვედრიან ერთმანეთს: 2013 წელს გორგოძემ სომეხ ჩოგბურთელს ტრაბზონის 50.000-იანი ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე წრეში მოუგო (6:2, 6:1), შარშან კი თელავში (საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი) აჯობა - 5:7, 6:2, 6:2.

ასპარეზობის მეოთხე ნომერი სოფიო ქვაცაბაია მერვედფინალში კურა შროფს
(ინდოეთი) დაუპირისპირდა. პირველ სეტში, როცა აზიელი 2:1 დაწინაურდა, ტრავმა მიიღო და თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო.

მეოთხედფინალში ქვაცაბაიას მეტოქე იქნება ფრანგი ჟოზეფინ ბუალე. გუშინ მან გოზალ აინიტდინოვა (ყაზახეთი) ჩამოიშორა გზიდან - 6:0, 6:3.

ორთაბრძოლის მოსაგებად ჩვენებურს მეტი მოტივაცია ექნება, რადგან გუშინ წყვილთა ტურნირში ასპარეზობის რეიტინგფავორიტებმა - გორგოძემ და ქვაცაბაიამ ჟოზეფინ ბუალეს (საფრანგეთი) და იუენუ ლის (ჩინეთი) დუეტთან პაექრობისას ტრავმის გამო პირველ სეტშივე შეწყვიტეს ორთაბრძოლა.

აღსანიშნავია ისიც, რომ შარშან იტალიის 10.000-იან ტურნირში სოფიომ ფრანგს სამ სეტში მოუგო - 6:0, 4:6, 6:2.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული