საქართველოს ჩოგბურთელ ქალთა ნაკრები ხუთი საფეხურით დაწინაურდა

AutoSharing Option
საქართველოს ჩოგბურთელ ქალთა ნაკრებმა (სოფიო შაფათავა, ეკატერინე გორგოძე, ოქსანა კალაშნიკოვა, სოფიო ქვაცაბაია, კაპიტანი მარგალიტა ჩახნაშვილი-რანცინგერი) წლეულს ეილათში (ისრაელი) ფედერაციის თასზე პირველ ევრო-აფრიკულ ზონაში 3:0 დაამარცხა სამხრეთ აფრიკის გუნდი, შემდეგ დიდ ბრიტანეთთან 1:2 დათმო პაექრობა, ხოლო ბულგარეთს 2:1 მოუგო და ზონაში მეხუთე-მეექვსე ადგილები გაიყო.

ამ ორი გამარჯვებით საქართველოს ქალთა ნაკრებმა მსოფლიო კლასიფიკაციაში ხუთი საფეხურით წაიწია.

ამჟამად ჩვენები 1486.50 ქულით 29-ე ადგილზე არიან და 30-ზე მყოფ შვედებს 1.5 ქულით უსწრებენ, ხოლო ქართველებზე წინ მდგომ ყაზახეთს 1517.50 ქულა აქვს.

* * *
წინა კვირის
შედეგების გათვალისწინებით, WTA-ს განახლებულ რეიტინგში ჩვენებურთა მაჩვენებლები ასეთია:

ერთეულები. 230 (231). სოფიო შაფათავა (216), 337 (339). ეკატერინე გორგოძე (119), 407 (402). სოფიო ქვაცაბაია (83), 472 (474). მარიამ ბოლქვაძე (63), 663 (663). ოქსანა კალაშნიკოვა 930), 775 (774). თინათინ ყავლაშვილი (20), 1102 (1101). თამარ ჭალაგანიძე (7), 1214 (1212). ანა შანიძე (4).
წყვილები. 61 (60). კალაშნიკოვა 91260), 2. 140 (144). შაფათავა 9492), 192 (193). გორგოძე (349), 379 (381). ქვაცაბაია (136), 698 (701). ბოლქვაძე (40), 772 (775). ყავლაშვილი (30), 1081 (1084). ახალკაცი (12), 1105 (1108). შანიძე (11), 1178 (1180). ჭალაგანიძე (9).

* * *
ქართველ ჩოგბურთელთაგან მიმდინარე კვირას მხოლოდ სოფიო შაფათავა ჩაება საერთაშორისო ტურნირში. მან რიო დე ჟანეიროს (საპრიზო ფონდი 250.000 დოლარი) კორტებზე მოსინჯა ძალები. სამწუხაროდ, პირველივე ორთაბრძოლების შემდეგ შეჯიბრებას გამოეთიშა.

ერთეულებში საკვალიფიკაციო ეტაპის სტარტზე ესპანელ სარა სორიბეს ტორმოსთან დამარცხდა - 3:6, 3:6. წყვილებში პირენეელ ლაურა პოუს-ტიოსთან ერთად ვერონიკა სეპედე როიგისა (პარაგვაი) და მარია ირიგოიენის (არგენტინა) დუეტს წინააღმდეგობა კი გაუწია, მაგრამ სამ სეტში მაინც დამარცხდა - 3:6, 7:6, 6:10. ცხადია, ეს ორი წაგება ქართველი ჩოგბურთელის რეიტინგზე უარყოფითად იმოქმედებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული