სან პაულუს ტურნირზე ერთეულებს მხოლოდ სოფიო ქვაცაბაია შემორჩა

AutoSharing Option
სან პაულუში (ბრაზილია), ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 25.000 დოლარი) სამი ქართველი ჩაება. ორი მათგანი ერთეულთა შეჯიბრებას გამოეთიშა. საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ წრეში ეკატერინე გორგოძემ არგენტინელ ვიქტორია ბოსიოს აჯობა - 6:1, 6:4, გუშინ კი უკრაინელ სოფია კოვალეცთან დამარცხდა - 3:6, 1:6.

სოფიო ქვაცაბაია ძირითად ბადეში ითამაშებს, რადგან მან საკვალიფიკაციო ეტაპზე ორ მეტოქეს სძლია: რუმინელ დაიანა ნეგრეანუს პირველ ხელში 6:1 აჯობა, მეორეში 2:1 რომ დაწინაურდა, კარპატელმა ტრავმის გამო ორთაბრძოლის გაგრძელება ვერ შეძლო. მომდევნო წრეში სოფიომ ჩილელი ფერნანდა ბრიტო ჩამოიშორა გზიდან -
6:3, 6:2.

ძირითად ბადეში სოფიო შაფათავამ სტარტზევე მე-6 ნომრად განთესილ მირთი ჟორჟესთან (საფრანგეთი) წააგო - 6:7, 2:6.

წყვილებში იგი გორგოძესთან ერთად ასპარეზობის რეტინგფავორიტია და პირველ წრეში თურქებს - აილა აქშუსა და მელის სეზერს დაუპირისპირდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული