სან პაულუს ტურნირში ქართველები მხოლოდ წყვილებს შემორჩნენ

AutoSharing Option
სან პაულუში (ბრაზილია), ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 25.000 დოლარი) სოფიო ქვაცაბაიამ საკვალიფიკაციო ეტაპზე ორი გამარჯვების შემდეგ, 23 თებერვალს ძირითად ბადეში პირველივე ორთაბრძოლა უნგრელ რეკა-ლუკა იანისთან დათმო - 6:7, 3:6 და შეჯიბრებას გამოეთიშა.

წყვილებში ეკატერინე გორგოძემ და სოფიო შაფათავამ, რომლებიც პირველ ნომრად არიან განთესილნი, სტარტზე თურქებს - აილა აქშუსა და მელის სეზერს სძლიეს - 7:5, 6:2.

მეოთხედფინალში ჩვენებს მეტოქეობას გაუწევენ კატალინა პელა (არგენტინა) და დანიელა სეგული (ჩილე), რომლებმაც გუშინ ბრაზილიელები - ერიკა პერეირა და ნატალია როსი ჩამოიშორეს გზიდან -
6:0, 6:0.

* * *
თბილისელმა ჩოგბურთელმა ოქსანა კალაშნიკოვამ ტაივანელ ჩია-ჯუნ ჩუანთან ერთად ყატარის დედაქალაქ დოჰაში საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 2 818 000 დოლარი) წყვილთა პაექრობის პირველ წრეში ჩინელების - იი-ფან ქსუსა და საისაი ჟენის დუეტთან წააგო - 4:6, 2:6.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული