ეკატერინე გორგოძემ და სოფიო შაფათავამ სან პაულუს ტურნირში გამოსვლა დაასრულეს

AutoSharing Option
ქართველმა ჩოგბურთელებმა - ეკატერინე გორგოძემ და სოფიო შაფათავამ სან პაულუს ტურნირის (საპრიზო ფონდი 25.000 დოლარი) წყვილთა პაექრობის სტარტზე თურქების დუეტი დაამარცხეს, გუშინ კი პირველ ნომრად განთესილმა ჩვენებურებმა მეოთხედფინალური ორთაბრძოლა კატალინა პელას (არგენტინა) და დანიელა სეგუელის (ჩილე) ტანდემთან დათმეს - 1:6, 3:6.

ძირითადი ბადის პირველსავე წრეში გამოეთიშა შეჯიბრებას სოფიო ქვაცაბაია.

მარცხის მიუხედავად, ქართველი ჩოგბურთელები ბრაზილიას არ დამშვიდობებიან - მომავალი კვირიდან კამპინასის 25.000-იან ტურნირში იასპარეზებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული