ინდიან უელსი როჯერ ფედერერის გარეშე

AutoSharing Option
შვეიცარიელი ლეგენდა როჯერ ფედერერი ჯერჯერობით ვერ ახერხებს კორტზე დაბრუნებას. მსოფლიოს მესამე ჩოგანი გამოტოვებს ინდიან უელსის "მასტერსს", სამაგიეროდ, მონტე კარლოს "მასტერსზე" გამოჩნდება.

"ჩემი მუხლის აღდგენა ძალიან კარგად მიმდინარეობს. ბევრი კარგი ვარჯიში ჩავატარე კორტზე. მაგრამ, იმის გამო, რომ სეზონი გრძელია, არ მინდა ვიჩქარო და ნაადრევად დავბრუნდე ტურში.

ასე რომ, მომიწევს ინდიან უელსის გამოტოვება, თუმცა ვაპირებ ამ ტურნირზე მომავალ წელს ვითამაშო.

ჩემს გუნდთან კონსულტაციის შემდეგ, გადავწყვიტე მონტე კარლოს "მასტერსზე" დაბრუნება. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის. მალე ისევ მიხილავთ კორტზე", - დაწერა თავის "ფეისბუქზე" ფედერერმა.

შეგახსენებთ,
შვეიცარიელმა მუხლის ოპერაცია ავსტრალიის ღია პირველობის შემდეგ გაიკეთა.

ინდიან უელსის "მასტერსი" 9 მარტს აიღებს სტარტს, მონტე კარლოში გრუნტის ტურნირი კი 10 აპრილს დაიწყება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული