ბრაზილიაში ქართველი ჩოგბურთელების დუელი არ შედგა

AutoSharing Option
წინა კვირას სამი ქართველი ჩოგბურთელი (სოფიო შაფათავა, ეკატერინე გორგოძე, სოფიო ქვაცაბაია) მონაწილეობდა სან პაულუს (ბრაზილია) ქალთა საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 25.000 დოლარი), მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია. სამივემ ბრაზილიურ კამპინასში გადაინაცვლა და ახალ 25.000-იან ტურნირში ჩაება.

გორგოძემ და ქვაცაბაიამ საკვალიფიკაციო ეტაპზე მოსინჯეს ძალები. პირველ წრეში ისინი თავისუფალნი იყვნენ, მეორეში, შესაბამისად, ჩილელ ბარბარა გატიკას (7:5, 4:6, 6:4) და მასპინძელ მარია სილვას (6:2, 6:2) სძლიეს.

ბოლო ტურში ქართველი ჩოგბურთელები უნდა შეხვედროდნენ ერთმანეთს, მაგრამ ქვაცაბაია სათამაშოდ არ გამოცხადდა და გორგოძემ უბრძოლველად მიიღო ძირითად ბადეში
ასპარეზობის უფლება.

აქ სოფიო შაფათავა უნგრელ რეკა-ლუკა იანის გაუწევს მეტოქეობას. ამ უკანასკნელმა წინა ტურნირის პირველ წრეში ქვაცაბაია ჩამოიშორა გზიდან.

წყვილებში შაფათავა და გორგოძე მეორე ნომრად არიან განთესილნი. სტარტზე ისინი სოფიო ქვაცაბაიას და იონე კავალე-რეიმერსის (ესპანეთი) დუეტთან გაარკვევენ ურთიერთობას.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული