სოფიო ქვაცაბაიამ კვალიფიკაციიდან ძირითად ბადეში ვერ გააღწია. სოფიო შაფათავა 1-ელ მარტს პირველ წრეში რეკა-ლუკა იანისთან (უნგრეთი) დამარცხდა - 1:6, 0:6.
ისინი აქამდე ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და ანგარიში თანაბარი იყო: 2014 წელს შაფათავამ იანის საფრანგეთის 50.000-იან ტურნირში სძლია მადიარს, უნგრელმა კი იმავე წელს იტალიის 25.000-იან შეჯიბრებაში დაამარცხა ჩვენებური.
ეკატერინე გორგოძე ძირითადი ბადის სტარტზე პაულა ბადოსა გიბერტთან (ესპანეთი) გაარკვევს ურთიერთობას.
წყვილებში გორგოძე და შაფათავა მეორე ნომრად არიან განთესილნი. გუშინ მათ
მეოთხედფინალში ქართველები თურქების - აილა აქშუს და მელის სეზერის ტანდემს შეხვდებიან.
* * *
წინა კვირის შედეგების გათვალისწინებით, ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ასოციაციამ (WTA) განახლებული რეიტინგები გამოაქვეყნა. ქართველთა მაჩვენებლები ასეთია:
ერთეულები. 227 (228). სოფიო შაფათავა (216 ქულა), 331 (329). ეკატერინე გორგოძე (121), 425 (394). სოფიო ქვაცაბაია (78), 474 (471). მარიამ ბოლქვაძე (63), 660 (660). ოქსანა კალაშნიკოვა (30), 772 (774). თინათინ ყავლაშვილი (20), 1098 (1099). თამარ ჭალაგანიძე (7), 1214 (1212). ანა შანიძე (4).
წყვილები. 63 (61). კალაშნიკოვა (1260), 138 (140). შაფათავა (492), 192 (193). გორგოძე (346), 378 (378). ქვაცაბაია (136), 700 (698). ბოლქვაძე (40), 775 (773). ყავლაშვილი (30), 1078 (1078). ახალკაცი (12), 1099 (1099). შანიძე (11), 1176 (1174). ჭალაგანიძე (9).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"