კამპინასის ტურნირზე ერთეულთა შეჯიბრებას ეკატერინე გორგოძეც გამოეთიშა

AutoSharing Option
სამი ქართველი ჩოგბურთელი ჩაება ბრაზილიურ კამპინასში ქალთა 25.000-იან ტურნირში. ერთეულთა ასპარეზობას ჯერ სოფიო ქვაცაბაია და სოფიო შაფათავა გამოეთიშნენ, გუშინ კი მათი ბედი ეკატერინე გორგოძემ გაიზიარა - ესპანელ პაულა ბადოსა გიბერტთან დამარცხდა - 0:6, 6:4, 4:6.

გორგოძე და შაფათავა წყვილთა პაექრობას შემორჩნენ. მეორე ნომრად განთესილი ჩვენებურები გუშინ მეოთხედფინალში თურქებს - აილა აქსუსა და მელის სეზერს შეხვდნენ. პირველ სეტში, როცა ქართველები 3:1 დაწინაურდნენ, პაექრობა წვიმის გამო შეწყდა.

* * *
მალაიზიის დედაქალაქ კუალა-ლუმპურში, ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 250 ათასი დოლარი) ტაივანელ
კაი-ჩენ ჩანთან შეამხანაგებულმა თბილისელმა ოქსანა კალაშნიკოვამ პირველ წრეში რუსი ვალენტინა ივახნენკო და ბელორუსი ლიძია მაროზავა ჩამოიშორა გზიდან -7:6, 6:4, გუშინ კი ასპარეზობის რეიტინგფავორიტ ჩინელებს - ჩენ ლიანსა და იაფან ვანს დაუპირისპირდა.

ქართულ-ტაივანურმა დუეტმა პირველი სეტი 6:4 მოიგო, მეორე-მესამე კი დათმო - 3:6, 5:10 და შეჯიბრებას გამოეთიშა. კალაშნიკოვამ და ჩანმა პირველი წრის გადალახვით 60-60 ქულა დაიმსახურეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული