დევისის თასზე გიორგი ცივაძეც დამარცხდა

AutoSharing Option
საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრების წევრი გიორგი ცივაძე დევისის თასზე დამარცხდა.

სპორტის ახალ სასახლეში დევისის თასის ევრო-აფრიკული ზონის მე-2 ჯგუფის საქართველო-დანიის დაპირისპირების მეორე შეხვედრა გაიმართა.

გიორგი ცივაძემ დანიელ მეტოქესთან სამ სეტში ანგარიშით 6:7, 0:6, 1:6 წააგო.

ხვალ, 5 მარტს, 15:00 საათზე წყვილთა განრიგი დაიწყება:

ნიკოლოზ ბასილაშვილი, გიორგი ცივაძე-ფრედერიკ ნილსენი, ტომას კრომანი.

არ არის გამორიცხული, ორთაბრძოლების დაწყებამდე ერთი საათით ადრე დაპირისპირებულთა წყვილებში ცვლილებები მოხდეს.

- საქართველოსთვის დევისის თასი მოულოდნელი შედეგით დაიწყო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული