კურიტიბას ტურნირს ქართველთაგან მხოლოდ სოფიო შაფათავა შემორჩა

AutoSharing Option
ბრაზილიურ კურიტიბაში ჩოგბურთელ ქალთა 25.000-იან საერთაშორისო ტურნირში მე-6 ნომრად განთესილმა სოფიო შაფათავამ სტარტზე ამერიკელი უსუე არკონადა დაამარცხა - 6:2, 4:6, 6:1 და დღეს, 10 მარტს, მერვედფინალში თანამემამულე ფლორენსია მოლინეროს მძლეველ (6:2, 6:2) არგენტინელს - კატალინა პელას შეხვდება.

გუშინ წყვილებში მეორე ნომრად განთესილმა შაფათავა-ეკატერინე გორგოძის დუეტმა ორ სეტში წააგო მარტინა კარეჯაროს (იტალია) და რეკა-ლუკა იანის (უნგრეთი) ტანდემთან - 5:7, 4:6.

გორგოძე და იტალიელი მეორედაც დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, ამჯერად - ერთეულებში. აპენინელმა აქაც გაიმარჯვა - 3:6, 6:3, 6:1.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული