მარცხიანი დღე - სოფიო შაფათავამ კურიტიბაში ასპარეზობა დაასრულა

AutoSharing Option
ჩოგბურთელ ვაჟთა ბაქოს საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი) ორი ქართველი მონაწილეობდა. ისინი ძირითადი ბადის სტარტზე შეხვდნენ ერთმანეთს: გიორგი ცივაძემ გიორგი ჯავახიშვილი ორ სეტში დაამარცხა - 6:4, 6:4.

მერვედფინალში ცივაძე მეხუთე ნომრად განთესილ ევგენი ტიურნევთან (რუსეთი) არკვევდა ურთიერთობას. მართალია, ჩვენებურმა გუშინ მეორე სეტი 6:4 მოიგო, მაგრამ პირველი და მესამე დათმო, შესაბამისად, 1:6, 1:6 და შეჯიბრებას გამოეთიშა, რადგან წინა დღეს წყვილებში ყაზახ საქადათ აიაპისთან ერთად რეიტინგფავორიტებთან - ალექსანდრ იგოშინსა და იან საბანინთან (ორივე-რუსეთი) დამარცხდა - 4:6, 6:7.

ქართველი ჩოგბურთელები აზერბაიჯანის დედაქალაქში
რჩებიან და მომავალი კვირიდან ახალ 10.000-იან ტურნირში ჩაებმებიან: ცივაძე ძირითად ბადეში ითამაშებს, ჯავახიშვილი კი საკვალიფიკაციოდან აიღებს სტარტს.

* * *
პორტუგალიის ვაჟთა 10.000-იან ტურნირში ცდიდა ძალებს ალექსანდრე მეტრეველი, რომელიც რეიტინგით (287) მეორე ნომრად იყო განთესილი.

პირველ წრეში მან იოჰან ნიკლესი (შვეიცარია) ჩამოიშორა გზიდან - 2:6, 7:6, 6:2. გუშინ მერვედფინალში ბრაზილიელი ალექსანდრე ცუშიიას მძლეველ ანდრე გასპარ მურტასთან (პორტუგალია) ვერაფერს გახდა - ორ სეტში 5:7, 2:6 წააგო.

* * *
ბრაზილიურ კურიტიბაში ასპარეზობა (საპრიზო ფონდი 25.000 დოლარი) დაასრულა სოფიო შაფათავამ - გუშინ მას არგენტინელმა კატალინა პელამ აჯობა - 6:2, 6:1.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული