ოქსანა კალაშნიკოვა ინდიან უელსის ტურნირში წყვილთა ნახევარფინალში გავიდა

AutoSharing Option
ამერიკულ ინდიან უელსში ჩოგბურთელთა საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 6 844 139 დოლარი) წყვილთა პაექრობაში ნახევარფინალს უწიეს თბილისელმა ოქსანა კალაშნიკოვამ (წყვილთა რეიტინგში 63-ე) და იტალიელმა სარა ერანიმ (36-ე), რომლებმაც უკვე 390-390 სარეიტინგო ქულა დაიმსახურეს.

მეოთხედფინალში ოქსანამ და სარამ მე-4 ნომრად განთესილ ჩეხებს - ანდრეა ჰლავაჩკოვას (მე-12) და ლუსი ჰრადეცკას (მე-10) სძლიეს - 3:6, 6:3, 10:5.

ნახევარფინალში ქართულ-იტალიური ტანდემი გერმანელ იულია გორგესსა (23-ე) და ჩეხ კაროლინა პლიშკოვას (35-ე) გაუწევს მეტოქეობას. იულიამ და კაროლინამ გზიდან ვანია კინგი (აშშ, 83-ე) და ანა კუდრიავცევა (რუსეთი,
26-ე) ჩამოიშორეს - 6:4, 6:3.

ფინალში გასულნი 650-650 ქულას მოინაგრებენ.

მე-2 ნახევარფინალში ითამაშებენ მე-3 განთესვის მქონე უნგრელი ტიმეა ბაბოში (უნგრეთი), იაროსლავა შვედოვა (ყაზახეთი) და ბეტანი მატეკ-სანდსი, კოკო ვანდევეიგე (ორივე აშშ).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული