რეიტინგები: ნიკოლოზ ბასილაშვილი ასეულს მიუახლოვდა

AutoSharing Option
გასული კვირა ორი ქართველი ჩოგბურთელისთვის წარმატებული აღმოჩნდა - ნიკოლოზ ბასილაშვილი და ოქსანა კალაშნიკოვა მსოფლიო კლასიფიკაციაში საგრძნობლად დაწინაურდნენ და საკუთარი ბიუჯეტიც გაიმდიდრეს.

* * *
ბასილაშვილი ჩინურ გუანჯოუში ჩოგბურთელ ვაჟთა 50.000-იანი ტურნირის გამარჯვებული გახდა და რეიტინგში 117-ედან 10 საფეხურით დაწინაურდა. გადამწყვეტ პაექრობაში მან ლუკას ლაცკოს (სლოვაკეთი) აჯობა - 6:1, 6:7, 7:5 და მთავარი პრიზი დაიმსახურა. თან ბასილაშვილმა გუანჯოუდან ჟენშენში გადაინაცვლა და იქაურ 75.000-იან ჩელენჯერტურნირში ჩაებმება. პირველ წრეში ფრანკო სკუგორს (ხორვატია) შეხვდება. ნიკას შანსი ეძლევა, პირველ ასეულს დაუბრუნდეს.

აზერბაიჯანის დედაქალაქში ოთხი ქართველი ჩოგბურთელი ვაჟი
იმყოფება. ახალი 10.000-იანი ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპის სტარტზე დამარცხდნენ ირაკლი მეტრეველი და ვაჟა შუბლაძე, ხოლო გიორგი ჯავახიშვილმა ჯერ გრიგორი პოტიომკინს (რუსეტი) მოუგო - 6:2, 6:3, შემდეგ ივან ლუტარევიჩს (ბელორუსი) აჯობა - 6:1, 5:7, 6:4 და ძირითად ბადეში გააღწია, სადაც პირველ წრეში მე-4 ნომრად განთესილ რუს ევგენი ტიურნევთან გაარკვევს ურთიერთობას.

აქვე ითამაშებს გიორგი ცივაძე, რომელსაც სტარტზე საქადათ აიარი (ყაზახეთი) გაუწევს მეტოქეობას.

განახლებულ რეიტინგში ქართველ ჩოგბურთელ ვაჟთა ერთეულთა თანრიგის მაჩვენებლები ასეთია: 107 (117). ნიკოლოზ ბასილაშვილი (548), 282 (287). ალექსანდრე მეტრეველი (174), 848 (858). გიორგი ცივაძე (22), 1104 (1103). გიორგი ჯავახიშვილი (9), 1438 (1440). ალექსანდრე ბაკში (3), 2084 (2090). ირაკლი მეტრეველი (1).

* * *
გუშინვე ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ასოციაციამაც გამოაქვეყნა განახლებული რეიტინგი. გაუწყებთ ჩვენებურთა მაჩვენებლებს.

ოქსანა კალაშნიკოვამ, როგორც გაუწყეთ, ინდიან უელსში იტალიელ სარა ერანისთან ერთად ნახევარფინალს უწია და 390 ქულაც დაიმსახურა, რითაც რეიტინგში 63-ედან 44-ე საფეხურზე აღზევდა.

ერთეულები. 228 (228). სოფიო შაფათავა (216), 327 (331). ეკატერინე გორგოძე (121), 427 (425). სოფიო ქვაცაბაია (78), 470 (469). მარიამ ბოლქვაძე (63), 666 (662). ოქსანა კალაშნიკოვა (30), 777 (776). თინათინ ყავლაშვილი (20), 1097 (1100). თამარ ჭალაგანიძე (7), 1211 (1214). ანა სანიძე (4).
წყვილები. 44 (63). კალაშნიკოვა (1590), 140 (140). შაფათავა (492), 187 (191). გორგოძე (355). 379 (376). ქვაცაბაია (136), 702 (701). ბოლქვაძე (40), 767 (774). ყავლაშვილი ნ(30), 1065 (1075). ახალკაცი (12), 1088 (1100). შანიძე (11), 1169 (1174). ჭალაგანიძე (9).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული