ერთეულებში მეორე ნომრად იყო განთესილი, მაგრამ პირველსავე წრეში პარაგვაელ კამილა კამრიზთან დამარცხდა - 4:6, 2:6.
წყვილებში ქართველი ჩოგბურთელი და ბრაზილიელი ლაურა პიგოსი ასპარეზობის რეიტინგფავორიტები არიან. სტარტზე მათ ერიკა პერეირას (ბრაზილია) და კამილა ტუმოსას (არგენტინა) დუეტი იოლად ჩამოიშორეს გზიდან - 6:2, 6:0.
მეოთხედფინალში ქართულ-ბრაზილიური ტანდემი ამერიკელების - იულია ფიშისა და ლუსიანა რაბინენსის მძლეველ (6:0, 6:2) მარია ფერნანდა ჰერაზო გონსალესსა (კოლუმბია) და
* * *
ანტალიაში, ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი) საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისელმა ნინო ნასიბიანმა მასპინძელი ზეინეპ სარლი დაჯაბნა - 6:1, 6:0, მაგრამ მეორე წრეში თანაქალაქელ ანა შანიძესთან ვერაფერს გახდა - 3:6, 2:6. ანამ კვალიფიკაციის გადამწყვეტი პაექრობაც მოიგო - ბელგიელ ბოვი მარგაუქსს აჯობა - 7:5, 4:6, 6:4 და ძირითად ბადეში თამაშის უფლება მოიპოვა, სადაც გერმანელ იანა მორდერგერს გაუწევს მეტოქეობას.
* * *
გიორგი ცივაძე და გიორგი ჯავახიშვილი ბაქოში, ვაჟთა 10.000-იან საერთაშორისო ტურნირში თამაშობენ. წყვილებში ქართველთა დუეტმა გუშინ ჯო კუპერი (დიდი ბრიტანეთი) და პაველ მოტლი (ჩეხეთი) დაამარცხა - 6:4, 6:3. მეოთხედფინალში ჩვენებურები პირველ ნომრად განთესილ რობერტო ორტეგა-ოლმედოსა (ესპანეთი) და ილია ვუჩიჩს (სერბეთი) შეხვდებიან.
ერთეულებში ქართველები ასე დაუწყვილდნენ მეტოქეებს: გიორგი ჯავახიშვილი-ევგენი ტიურნევი (რუსეთი), გიორგი ცივაძე-საქადათ აიარი (ყაზახეთი).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"