ნიკოლოზ ბასილაშვილი ჟენშენის 75.000-იანი ტურნირის 1/8-ფინალში გავიდა

AutoSharing Option
საქართველოს ჩოგბურთელ ვაჟთა ლიდერმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა, რომელმაც წინა კვირას ჩინურ გუანჯოუში 50.000-იან ტურნირში გაიმარჯვა და იქ დამსახურებული 90 ქულით რეიტინგში 96-ე ადგილზე აღზევდა, გუშინ, 23 მარტს, წარმატებით აიღო სტარტი ჩინეთშივე, ჟენშენის 75.000-იან ტურნირში.

პირველ წრეში ჩვენებური ხორვატ ფრანკო სკუგორს დაუპირისპირდა, რომელსაც წინა კვირას გუანჯოუში აჯობა 2:1 (6:7, 6:4, 6:2). ბასილაშვილმა გუშინაც მსგავსი ანგარიშით სძლია ხორვატს: ნიკამ პირველი სეტი 2:6 დათმო, მაგრამ მომდევნო ორი ხელი მოიგო - 6:1, 6:4 და მერვედფინალში გავიდა.

დღეს, 24 მარტს, მე-6 ნომრად განთესილ ქართველს მეტოქეობას გაუწევს
პეტერ გოიოვჩიკი (გერმანია), რომელმაც გუშინ ტურნირზე "უაილდ ქარდით" მიწვეული მასპინძელი ქსი ქი ჩამოიშორა გზიდან - 6:0, 6:4.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული